სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხზადებული
ტენდერები ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღესას. განსაკუთრებით მაშნ, როცა საქმე
ეხება მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.
ჩვენი მიზანია , გავარკვიოთ ქალაქ
თბილისის მერიის მიერ 2017 წელს გამოცხადებული მაღალ ანაზღაურებადი ტენდერები, მასში
მონაწილე პრეცენდენტებით და ტენდერში გამარჯვებული კომპანიები.
შესყიდვის სტატუს რაც შეეხება ავირჩიეთ
ხელშეკრულება დადებულია, ანუ უკვე რომელ კომპანიებთანაც დადო ქალაქ თბილისის მერიამ
ხელშეკრულება.არსებული ინფორმაცია გადამოწმებულია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე,
ხოლო კომპანიების დამფუძნებლების თუ დირექტორების ინდენთიფიცირება მოვახდინეთ ცესკოს
ვებგვერდის საშუალებით.კვლევა ჩავატარეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე,
რომელზეც მოვიძიეთ გარკვეული ინფორმაცია ზემოთ ხსენებული ორგანოს შესახებ.
ქალაქ თბილისის მერიამ შესყიდვები გამოაცხადა 06.12.2017 შესყიდვების კატეგორია
სხვადასხვა მომსახურება , რომლის სავარაუდო ღირებულება გახლავთ 200.000.00 ლარი.ტენდერში
მონაწილეობდა ორი კომპანია ესენია: Geovoice 200.000.00 შეთავაზებით და ტიტანი
192.000.00 შეთავაზებით.გამარჯვებული კომპანია გახლავთ ტიტანი,რომლის ხელშეკრულება
ძალაშია 26.12.2017 - 28.02.2019. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თან ერთვის ფაილი
ინტერესთა კომფლიქტის არარსებობის შესახებ, რომელიც არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის“ მოთხოვნებს[1].ხელს
აწერს სატენდერო კომისიის თავჯდომარე ირაკლი
ბენდელიანი.
კომპანია ტიტანი:შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება (შპს) საიდიფიკაციო კოდია 204393218.კომპანია ტიტანი ბაზარზე გამოჩდა
1996 წლის 26 ივლის.სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცის ცვლილება
განხორციელდა 2016 წლის ივლის, განმცხადებელი გახლდათ ვინმე რომან სულაძე,ხოლო ბოლო
2017 წლის 31 იანვარს, განმცახდებელი გახლავთ ნატალია სულაძე. შპს ტიტანს მომსახურებას უწევს საქართველოს ბანკი.ამჟამად
ფირმის დირექტორია:რომან სულაძე და თეიმურაზ ჩოჩიშვილი.კომპანიის 70 პროცენტის მფლობელია
ნატალია სულაძე, ხოლო 30 პროცენტის თეიმურაზ ჩოჩიშვილი.
შპს ტიტანი ქალაქ თბილისის მერიას უწევს შემდგომ
მომსახურებას:- ტელე- და რადიოსიგნალის მიმღებები და
აუდიო- ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან
აღწარმოების აპარატურით
მომსახურება,
- სხვადასხვა სახის მოწყობილობები
- კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
- საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი
- სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
- გასართობი მომსახურებები
- სხვადასხვა მომსახურება
ქალაქ
თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე კინო და ვიდეო მომსახურების
შესყიდვებზე 30.11. 2017 წელს გამოაცხადა.შესყიდვების სავარაუდო ღირებულება გახლავთ
456.000.00 ლარი.ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდეტი შპს "სინქროტელი" ზუსტად 456.000.00 ლარის შეთავაზებით და გაიმარჯვა.ხელს
აწერს სატენდერო კომისიის თავჯდომარე ირაკლი
ბენდელიანი.კომპანია არ იმყოფება ინტერსეტა კომფლიქტში.
შპს
"სინქროტელი" :შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,მისი საიდენტიფიკაციო
კოდი 205159362. რეგისტრირებულია 2006 წლის
13 ივნისიდან.მომსახურებას უწევს ბანკი ქართუ.კომპანიის 100 პროცენტიანი მფლობელია
ნიკოლოზ მუხაშვილი და დირექტორიც ეს პიროვნებაა.
შპს სინქროტელი ქალაქ თბილისის მერიას
უწევს შედეგ მომსახურებას:
მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები
- სხვადასხვა სახის მოწყობილობები
- ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
- სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- კინო- და ვიდეომომსახურებები
- სხვადასხვა მომსახურება
ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 01.11.2017 17:18. შესყიდვის
კატეგორია მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო
სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება
171`107.00 ლარი.ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი Phoenix ი, რომელმაც მერიას
155`481.00 ლარი შესთავაზა.ხელს აწერს სატენდერო
კომისიის თავჯდომარე ირაკლი ბენდელიანი.კომპანია
არ იმყოფება ინტერესთა კომფლიქტში.
Phoenix შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).საიდენტიფიკაციო
კოდი 404913135.რეგისტრირებულია 2011 წლია 5 ოქტომბერს.მომსახურებას უწევს ქართუ
ბანკი. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქ., № 63, ბინა
N5ა.დირექტორი
და კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელია გიორგი შილაკაძე.გირავნობა, ვალდებულება,
მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ყადაღა/აკრძალვა, მოვალეთა რეესტრი რეგისტრირებული არ
არის.
შპს Phoenix თბილისის მერიას უწევს
შედეგ მომსახურებას: ქ. თბილისის მასშტაბით
რკ/ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
მომსახურებაში შედის როგორც მოსამზადებელი
სამუშაოები ( სამშენებლო მოედნის შემოფარგვლა დროებითი ღობით,აგურის კედლის დემონტაჟი
ხელით,დატვირთვა მექანიზმებით და სხვა) ასევე საყრდენი კედლის ( გრუნტის დამუშავება,
ქვაბულის გათხრა მექანიზმებით და სხვა) სამუშაოები.
შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი
აუქციონის გარეშე.შესყიდვის გამოცხადების თარიღი 03.10.2017 20:09. შესყიდვის კატეგორია -მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო
სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 790`244.00
GEL.ტენდერში მონაწილეობდა 10 პრეცედენტი ესენია: შპს "პალადა", ამხანაგობა
"ელიტ და კომპანია" ჯეუ გრუპი, შპს კავკასენერგო, შპს AWARD, შპს პრიორიტეტი,
შპს გზამშენი - 7, შპს როუდ სოლუშენს, შპს მილენიუმ ბილდერს გრუპ, შპს ბილდინგ დეველოპმენტ
გრუპი. ტენდერში გაიმარჯვა შპს ბილდინგ დეველოპმენტ გრუპმა 540`000.00
ლარის შეთავაზებით.ხელს აწერს სატენდერო კომისიის თავჯდომარე ირაკლი ბენდელიანი.კომპანია არ იმყოფება ინტერესთა
კომფლიქტში.
შპს ბილდინგ დეველოპმენტ გრუპი.საიდენტიფიკაციო
კოდი 440393799.რეგისტრირებულია 2017 წლის 25 მაისს. მისი დირექტორია და 100 პროცენტიანი
წილის მფლობელია თამარ მჭედლიშვილი.იურიდიული მისამართი: საქართველო, სიღნაღი, ს. მაღარო,
მე–9 VII ჩიხი, N 1 .
შპს
ბილდინგ დეველოპმენტ გრუპი თბილისის მერიას უწევს შემდეგ მომსახურებას:
სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- შენობის დასრულების სამუშაოები
- ბეტონის მიწოდებას დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე
-მომსახურეობის გაწევას შემსრულებელი უზრუნველყოფს თავისი სატრანსპორტო საშუალებით
-აღნიშნული საქონლის მიწოდებას, დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.
შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი
აუქციონის გარეშე. შესყიდვის გამოცხადების თარიღი 09.08.2017
18:39. შესყიდვის კატეგორია -მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და
სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 500`000.00 ლარი.ტენდერში
მონაწილეობდა ერთი კომპანია შპს პრიორიტეტი + 450 000.00 ლარის შეთავაზებით.ხელს
აწერს სატენდერო კომიის თავჯდომარე ლაშა აბაშიძე.ასევე სატენდერო კომისიის წევრები
დავით მორალიშვილი, სოფია გიგანი.კომპანია არ იმყოფება ინტერესთა კომფლიქტში.
შპს
პრიორიტეტი + შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).საიდენტიფიკაციო
კოდი 405087089. აღნიშნული კომპანია რეგისტრირებულია 2015 წლის 26 თებერვლიდან.იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონში,ვაჟა ფშაველას გამზ., N 35, ბ.
22 .რაც
შეეხება კომპანიის წილობრივ ფლობას 50 პროცენტს განკარგავს ნოდარ არღდგომელაშვილი.25-25
პროცენტის მფლობელია ირინე ქუტიძე და ელენე მეზურნიშვილი.მმართველი ორგანო პატრიოტთა
კრება.აღმასრულებელი დირექტორი ნოდარ არღდგომელაშვილი.გირავნობა, ვალდებულება, მოძრავ
ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება,იპოთეკის უფლება,
ყადაღა/აკრძალვა, მოვალეთა რეესტრი რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა-
ნოდარ აღდგომელაშვილი მთელი თავისი ქონებით.მოვალეთა რეესტრი მოვალე ნოდარ აღდგომელაშვილი.
შპს პრიორიტეტი + ქალაქ თბილისის
მერიას უწევს შემდეგ მომსახურებას:
ქ. თბილისის მასშტაბით დაზიანებული
ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენის სამუშაოები,
საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს
აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა,
ბაზალტის, გრანიტის,ტრავენტინის,ტუფის
ბორდურები
ქვაფენილი, მარმარილოს ფილა,გრანიტის
ფილა და სხვა.
მიწის სამუშაოები, სხვადასხვა სამუშაოები.
ქალაქ თბილისის მერიამ შეყიდვების
შესახებ 24.08.2017 გამოსცა ტენდერი შესყიდვის
კატეგორიაზე მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო
სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ
შეადგინა 1`075`494.00 ლარი.მიწოდების ვადა გამარჯვებულ კომპანიის მიერ ხელშეკრულების
გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.ტენდერში მონაწილეობდა 7
პრეცედენტი, კერძოდ: ჯეუ გრუპი (1`063`588.00), შპს იბერი (1`044`400.00), შპს კომპანია
ბლექ სი გრუპი (1`021`021.00), შპს გზამშენი (7999`999.00), შპს,,გზები
და კეთილმოწყობა,,(967`450.00), შპს როუდ სოლუშენს (860`357.00), შპს ჰერიო
(835`658.00).ტენდერი მოიგო შპს ჰერიომ შეთავაზებით 835`658.00 ლარით.ხელს აწერს
სატენდერო კომიის თავჯდომარე ლაშა აბაშიძე.ასევე სატენდერო კომისიის წევრები დავით
მორალიშვილი, სოფია გიგანი.კომპანია არ იმყოფება ინტერესთა კომფლიქტში
შპს ჰერიო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
. საიდენტიფიკაციო
კოდი 404892050. რეგისტრირებულია 2011 წლის
22 მარტიდან.იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისის, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ი.ჭავჭავაძის გამზ., №29-31-33, ბინა
70.აღსანიშნავია,
რომ 2011 წლის 22 მარტს შპს სიღნაღის ვარსკვლავს გამოეყო შპს ჰერიო და დარეგისტრირდა
დამოუკიდებელ ორგანიზაციად.100 პროცენტიანი წილის მფლობელია დავით გალეგაშვილი.ყავს
ორი დირექტორი: ირაკლი ქარუმიძე ,დიმიტრი ჯავრიშვილი.ფიქსირდება
საგადასახადო გირავნობა დავით გალეგაშვილის მთელი თავის ქონებით.ასევე აქვს გაფორმებული
კრედიტი თიბისი ბანკთან.
შპს
ჰერიო ქალაქ
თბილისის მერიას უწევს შემდეგ მომსახურებას:
ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ
ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს
აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების
შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად 4 (ოთხი) ობიექტზე მუშაობა.
მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის
კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი
და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს
წერილობითი დავალების მიცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო
ობიექტზე საკუთარი ძალებით და სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს
შესაბამის ზედამხედველობას.
მიმწოდებელმა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80
სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
ქალაქ თბილისის მერიამ 31.08.2017 გამოაცხადა ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებსა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოებზე. შესყიდვების სავარაუდო ღირებულებამ 392`409.00 ლარი შეადგინა. ტენდერში მონაწილეობა იღებდა ოთხი პრეტენდენტი : შპს პრიორიტეტი, შპს ანელო, შპს ბი ემ სი და შპს ნიუ როუდ გრუპი.
მიწოდების ვადა გახლავთ 2017 წლის 31 დეკემბერი..
გამარჯვებული კომპანია გახლავთ შპს ნიუ როუდ გრუპი
348887.76 ლარის შეთავაზებით. აღნიშნული კომპანია არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში და ხელმომწერი პირი გახლავთ სატენდერო კომიის თავჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
შპს ნიუ როუდ გრუპ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება (შპს)
საიდენტიფიკაციო
კოდი 405210034
რეგისტრირებულია
2017 წლის 31 მაისს.
100 პროცენტიანი წილის მეპატრონეა ზურაბ ჩუბინიძე.
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟა- ფშაველას გამზირი, კვარტალი VI , კორპუსი N38, ბინა N4
შპს ნიუ როუდ გრუპი ქალაქ მერიას შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:
• ქვიშა და თიხა
- სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
• - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
•
• ავტობუსის გაჩერების მშენებლობა
• - ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მშენებლობა
• ავტოსადგომების მშენებლობა
დანართი
მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:
ა) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და
სატენდერო წინადადებების განხილვას, შერჩევას და
შეფასებას;
ბ) ამ
კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;
გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
ე) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;
ვ) საკონკურსო წინადადების განხილვა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევა;
ზ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან
მიმწოდებელთან, თუ მათ
შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის ამ
კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სახელმწიფო შესყიდვების თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან
არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
4. მას შემდეგ, რაც ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან
მიმწოდებლის
ვინაობა, იგი
ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ
შესყიდვისგანხორციელებაში მისი
მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
5. თუ ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს
წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს
No comments:
Post a Comment