Wednesday, February 14, 2018

როგორ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს?

როგორი ტენდენციაა  სახელმწიფო შესყიდვებში და არის თუ არა კორუფციის მაღალ რისკებთან ეს ყოველივე დაკავშირებული.

2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 ივნისამდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლამ გამარტივებული შესყიდვების წილის ზრდის ტენდენცია და კორუფციის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები გამოავლინა, რაც ახლადდაფუძნებულ კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნეს ორგანიზაციებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება. ასეთი ფაქტებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა კორუფციის პრევენცია მოხდეს.
საანგარიშო პერიოდში შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა:
2.5 წლის განმავლობაში გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2.86 მლრდ ლარი შეადგინა. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვები მთლიანი შესყიდვების 33.7% იყო, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი გაუარესდა და 37%- მიაღწია;
ახალდაფუძნებულ კომპანიებთან 95 მლნ ლარის ღირებულების 25 625 ხელშეკრულება დაიდო, მათ შორის, ვხვდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება მილიონ ლარს აღემატება;
345 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო ისეთ გარემოებებში, როდესაც ხელშეკრულების გაფორმება წინ უსწრებდა კომპანიის რეგისტრაციას ან კომპანია ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო დაფუძნებული; (მაგალითად, ასპინძის მუნიციპალიტეტმა 115 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა შპსქილდა 2015”-თან, როცა კომპანია მხოლოდ 12 დღის დაფუძნებული იყო.)150-მდე კომპანიასთან დაკავშირებულმა 140-მდე  პირმა (ყოფილი ან მოქმედი მეწილე ან დირექტორი) მმართველ პარტიასქართულ ოცნებას” 6 მლნ ლარამდე თანხა შესწირა. მათი კომპანიების მიერ მიღებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 75 მლნ ლარი შეადგინა;
გამარტივებულ შესყიდვებში ყველაზე მსხვილი კონტრაქტებიგარდაბნის თბოსადგური 2”-მა (მთლიანობაში დაახლოებით 376 მლნ ლარი), „ჯორჯიან ტრანზიტმა” (245 მლნ ლარი) და თბილისის მერიამ (145 მლნ ლარი) დადეს;

10 ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის  მიერ დადებული ხელშეკრულებების ჯამურმა ოდენობამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი კი China Tianchen Engineering Corpoeration იყო, რომელსაცგარდაბნის თბოსადგურ 2“-თან 376 მლნ ლარის ღირებულების მხოლოდ 1 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული;
10 ყველაზე მსხვილი შესყიდვის კატეგორიის ღირებულებამ 1.77 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი ოდენობის თანხა სამშენებლო სამუშაოებზე მოდის;
შემსყიდველებმა 93.6 მლნ ლარის ღირებულების 6 772 გამარტივებული ხელშეკრულება დადეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან;
43 სახელმწიფო საწარმოსთან გამარტივებული გზით 57 მლნ ლარის ღირებულების 3 949 ხელშეკრულება დაიდო;
სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში რეგისტრირებულ 2 400-ზე მეტ ორგანიზაციას არცერთი ხელშეკრულება არ გაუფორმებია ტენდერის გზით და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით სარგებლობდნენ.
შესყიდვების სააგენტოს პორტალის მიხედვით ჩანს, რომ 50-ზე მეტ შემსყიდველს თითქოს გამარტივებული შესყიდვებით საერთოდ არ უსარგებლია, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია და გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაციის შეგნებულ დაფარვას აქვს ადგილი. მათ მიერ განხორციელებული შესყიდვებიდან ტენდერები იძებნება, გამარტივებული გზით დადებული ხელშეკრულებები კი პორტალზე არ არის ხელმისაწვდომი, რაც პრობლემას წარმოადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოსმიერ, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევას არაზუსტს უწოდებს უწყების ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტენდერებს გამჭვირვალედ და სამართლიანად ატარებს.
"უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს რომ, თუ გავაანალიზებთ საერთო სტატისტიკურ მონაცემებს, გამარტივებული შესყიდვების ჯამური პროცენტული ოდენობა 2012 წლიდან დღემდე ხასიათდება პერმანენტული კლების ტენდენციით. თუ 2012 წელს გამარტივებული შესყიდვის წილი სახელმწიფო შესყიდვებში იყო 45%, 2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემით პროცენტულად გამარტივებული შესყიდვა შემცირებულია 23%-ით და შეადგენს სახელმწიფო შესყიდვების 22%-.
ამასთან ერთად სახეზეა გამარტივებული შესყიდვის არამარტო თანხობრივი, არამედ ზოგადი ოდენობების კლებაც, კერძოდ: 2016 წლის განმავლობაში სულ გამარტივებულ შესყიდვაზე შემოსულია 3760 მომართვა, ხოლო 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შემოსულია 3192 მომართვა, რაც პროცენტულად შეადგენს 16%-იან კლებას. ამასთან, შემოსული შეტყობინებების 24% მიმართებაში სააგენტომ უარი განაცხადა.
აღსანიშნავია რომ სააგენტოს მიერ შედგენილ ყოველწლიურ სტატისტიკაში გაერთიანებულია კანონით დადგენილი გამარტივებული შესყიდვის სხვადასხვა ტიპის და ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული შესყიდვის გარემოებები, მაგალითად:
სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შესყიდვები უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ დაკავშირებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პირობებზე და მათ პროცედურებზე, შეუძლებელია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი შესყიდვის კონკურენტული შერჩევის გზით განხორციელება, რის გამოც მსგავსი შესყიდვები ავტომატურად, მთლიანად ექცევა გამარტივებულ შესყიდვებში. აღნიშნული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე შეადგენს 347 მილიონი ლარს;
ხუთი ათას ლარამდე განხორციელებული წლიური, ჯამური გამარტივებული შესყიდვა, რომლის უფლებასაც კანონმდებლობა აძლევს შემსყიდველ ორგანიზაციას. აღნიშნული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე შეადგენს 84 მილიონი ლარს;
ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდით გზით გამარტივებული შესყიდვა აღნიშნული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე შეადგენს 12 მილიონი ლარს.

შესაბამისად, სხვა დანარჩენი საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის ჯამური ოდენობა შეადგენს 194 მილიონ ლარს”, - განაცხადა რაზმაძემ.

No comments:

Post a Comment