Wednesday, February 14, 2018

ლეოგრანდის ტრაგედია

2 წლის წინ ბათუმში მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდი“ გაიხსნა,რომელსაც პრემიერ მინისტრი დაესწრო.40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება
– პრემიერმინისტრმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.2 წლის შემდეგ 25 ნოემბერს კი ტრაგედია დატრიალდა.გაჩდა ხანძარი, რომელსაც 12 ადამიანი შეეწირა.27 ნოემბერი კი გლოვის დღედ გამოცხადდა.ეს ძალიან მტკივნეულია თითოეულ ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ფაქტს შეესწრო. სოფიკო ცხადაძემ გადაწყვიტა ერთი კვირით დასასვენებლად ბათუმში წასულიყო,დაბადებისდღე იქ აეღნიშნა მეგობრებთან ერთად და ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად ექცია.ის ვერ წარმოიდგენდა თუ ასეთი მძიმე ფაქტის მომსწრე გახდებოდა.
სოფიკო ცხადაძე“ზოგადად ძალიან მიყვარს მოგზაურობა დასავენებლად.ყოველ წელს დავდივარ ზაფხულში ბათუმში, ვისვენებ, მაგრამ ზამთარში არასდროს ვყოფილვარ .ამიტომ გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად მატარებლით წავსულიყავი.გეგმა ასეთი მქონდა დაბადებისდღე იქ უნდა გადამეხადა და 26 ში უკან დავბრუნებულიყავი.
როგორც სოფო აღნიშნავს მისი დაინტერესება ამ სასტუმროს  მიმართ გახსნის დღიდანვე აქვს, და სულ უნდოდა რომ 3 დღე მაინც გაჩერებულიყო ლეოგრანდში,
სოფიკო ცხადაძე“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ალბათ განსაკუთრებული ინტერესი მაქვს ზოგადად ტურიზმის სფეროში,დამთავრებული მაქვს სასტუმროს მენეჯმენტი და აქტიურად ვარ დაკავებული.ამიტომ როგორც ვიცით საქართველოში ყოველდღე არ იხსნება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, რადგან ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული,ამიტომ როგორც კი გაიხსნა სულ მინდოდა წასვლა,მაგრამ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ფასებიც შესაბამისია,ამიტომ აქამდე ვერ შევძელი მონახულება,მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ ნეტა არ წავსულიყავი.
ხანძრის დღეს სოფიკოს გაუმართლა, ის მეგობრებთან ერთად 25 ნოემბერს სასტუმროში არ იმყოფებოდა.იმ დღეს ბეგობრებთან შესახვედრად დილა ადრიან გავიდა.
სოფიკო ცხადაძე“იმ დღეს დილიდანვე გასული ვიყავი უნდა მენახე მეგობრები,გვიან უნდა დავბრუნებულიყავი სასტუმროში, მაგრამ აღარ დამცალდა.ეს იყო საშინელება.ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში.არასდროს დამავიწყდება.12 დაღუპული, საშინელებაა თან 5 ვარსკვლავიან სასტუმროში.დაბადებისდღე ვიღას ახსოვდა.ყველაზე ცუდი ის არის, რომ უმრავლესობა ლიფტში გაიგუდა ბოლისგან. სავარჯიშო დარბაზი ქვევით იყო და ზედა სართულს მხოლოდ ლიფტით უკავშირდებოდა.ანუ კიბე არ იყო რომ,ასულიყო ხალხი.ამიტომ ლიფტით ისარგებლეს.რაც ცუდია ამ დროს მაშველები პირველ რიგში ლიფტებს თიშავს, რომ ხალხმა არ ისარგებლოს,რომ უცბად არ ჩაწყდეს ან რამე.ალბათ ასე მოხდა კიდეც.
ეს არ არის პირველი ხანძარი აჭარის სასტუმრო სექტორში, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ორი წლის წინ ქობულეთში მოხდა — 2015 წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა სასტუმროარმაზში“, სადაც რუსთავიდან ბავშთა ფოლკლორული ანსამბლისიხარული 2“ დაბინავდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა 45-მა ადამიანმა მოახერხა, მათგან 31 მოზარდი იყო.
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია მოქმედ სასტუმროებში ხელთავიდან შემოწმდეს უსაფრთხოების წესები, რადგან თავიდან ავიცილოდ ტრაგედია.












No comments:

Post a Comment