ყვავილების ულამაზესი ბაღი, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, 11 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულის აივანზეა გაშენებული და დედაქალაქს ზემოდან გადაჰყურებს. მისი პატრონი თბილისის ონკოლოგიური დისპანსერისა და ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმი, ულტრაბგერითი გამოკვლევების სპეციალისტი, თერაპევტი, მეცნიერებათა დოქტორი ეკა გიუაშვილია.
როგორც ამბობს, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, თუმცა შინ მცენარეების მოვლა ხელს ნამდვილად არ უშლის. როგორც თავად გვითხრა, კორპუსში მცენარეების მოშენების იდეა ამ სახლში შემოსახლებისთანავე გაუჩნდა და ადგილი სადაც ამას განახორციელებდა, წინაწარ განსაზღვრა. ახლა კი, ცაში ატყორცნილ, სიმწვანეში ჩაფლულ მის ბაღს, გზაზე ქვეითად მოსიარულენიც ამჩვევენ. 500-მდე ყვავილი და ბუჩქი კორპუსის აივანზე მართლაც წარმოუდგენელია.
როგორ გაჩდა ამ აივნის
იდეა?
სხვათაშორის ამ აივნის იდეა გამიჩდა, როდესაც პირველად
ვიყავი საბერძნეთში ,ძალიან დიდი ხნის წინ. ნუ მანამდეც მქონდა ყვავილები, მაგრამ ამ
რაოდენობის არა. საბერძნეთში ძალიან მიღებულია გამწვანებული აივნები. გასაკვირი ის
არის, რომ თვითონ ქვეყანა ქვიანია, უმიწო, ქარიანი და ნუ არ ვიცი რამხელა შრომა აქვთ
ჩადებული, რომ სულ ასეთი მწვანე ქონდეთ ყველაფერი. მაგალითად ეს მცენარი ეუნიუმი პირველად
იქ ვნახე. პატარა ტოტი წამოვიღე და ვახარე. მაშინ არ იყო საქართველოში ასე გავრცელებული.
უცნაური ყვავილია თუ მზეზე არის სულ წითლდება, როგორც ახლა და ზამთარში მწვანდება.
ძალიან დიდი გამოხმაურება
მოყვება ალბათ ხახლის, მეგობრების მხრიდან
თქვენ ინიციატივას
კი ნამდვილად. ჩემმა მეგობრებმა შეარქვეს გარდენია.
მე ეკოლოს მეძახიან. ხშირად ასეთი სათაურით გარდენია ეკოლო ბევრი სურათი დევს სოციალურ
ქსელში. სიმართლე გითხრათ მე ძალიან მიკვირს, რატომღაც არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებულია.
მიმაჩნია, რომ ყველას უნდა უყვარდეს მცენარე. ყოველივე ეს სიცოცხლეა რომელიც შენს თვალწინ
იზრდება, კვდება და ძალიან სასიამუვნო პროცესია, ამიტომ ძალიან სახალისოა. ყველას ვურჩევ,
რომ რაღაც იქონიოს.
რამდენი წლის არის თქვნი
ბაღი?
ასე ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით ჩემი უფროსი შვილის
ტოლი 25 წლის.დიდი ხანია, რაც გადმოვედი ამ სახლში.თავიდან ცოტა ყვავილი მქონდა მერე
დავამატე ნელნელა.ასე ზუსტად ვერ ვიტყვი მაგრამ ასე 500 სახეობამდე მექონება ალბათ.
თქვენთან ღია გრუნტის
მცენარეებიც შევნიშნე, როგორც ჩანს თითქმის ყველა სახეობა ბინადრობს თქვენს აივანზე
დიახ აი მაგალითად ვერცხლისფერი სოჭი. ჩაქვში შევიძინე.ძალიან
პატარა იყო.სხვათაშორის ნელა იზრდება, მაგრამ რაღაც აქ მალე გაიზარდა.როგორც ხედავთ
მშვენივრად ხარობს. როგორც აღნიშნეთ, მაინც გრუნტის მცენარეა, ამიტომ მერე სოფელში
წავიღებ და იქ დავრგავ.
გიჭირთ თუ არა მათი მოვლა თქვენი
პროფესიიდან გამომდინარე , როგორ ახერხებთ შესაბამისი კლიმატის შექმნას?
11 სართულზე ვარ და ტემპერატურული სხვაობა ნადმვილად
არის.დაბალია უფრო ტემპერატურა და გამოსხივებაც დიდია. აქედან გამომდინარე ხელისშეწყობა
სჭირდება.მიწაზე რათქმაინდა უფრო ადვილად ხარობენ, თვითრეგულაცია ადვილი დასაცავია.მაგრამ
შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება.რაც შეეხება პრფესიას, მე არ ვარ ბოტანიკოსი,
ექიმი ვარ,მიუხედავად ამისა სამსახურიდან დაღლილი, რომ მოვდივარ სწორედ ჩემს ბაღში
მუშაობა მეხმარება.ჩემთვის ეს საქმე არ არის, როცა ჩემს აივანზე ვტრიალებ უკვე დასვენების
ტოლფასია.
სხვადასხვა სახეობის
მცენარები გყავთ ერთად, როგორ ეგუებიან ერთმანეთს?
კი ეს მცენარეები სხვადასხვა კუთხიდან არიან, მაგრამ
ტანაცხოვრება არ უჭირთ, იმიტომ რომ ისეთი განლაგება მაქვს მაგალიტად დიდი მცენარეები
მზეს კარგად ეგუებიან და იზრდებიან, ხოლო მის ჩრდილში პატარა სახეობები მიდევს და ასე.ამ
ყველაფერს შერჩევა და ფიქრი სჭირდება, მაგარმ ეს ჩემთვის ნამდვილად სასიამუვნო პროცესია.
ნიადაგს, როგორ არჩევთ
ან საიდან მოგაქვთ ამდენი რაოდენობის?
მომაქვს ტყიდან, როცა ასეთ ადგილში მოვხვდები ყოველთვის
მზადყოფნაში ვარ.მანქანაში სულ მაქვს ტომრები და პატარა ბარი. ასევე სოფელი მაქვს კახეთში
და იქაც ძალიან კარგი მიწაა.ხანდახან ყიდვაც მიწევს ძალიან მცირედის, რადგან როგორც
ხედავთ ამდენი რაოდენობის მიწის შეძენა წარმოუდგენელია.
თქვენი პირველი მცენარე
რომელიც გაახარეთ გახსოვთ?
კი რათქმაინდა და დღესაც მყავს.აი ეს მცენარეა. ბათუმის
ბოტანიკურ ბარში ძალიან დიდიებია შესაბამისის კლიმატის გამო. ეს პალმა არის 25 წლის
ოზრდება ძალიან ნელა, მაგრამ ნამდვილად ლამაზია.ასე ვთქვათ ჩემი ბაღის დროიის აღმწერია.
როგორ მცენარეებს ყიდულობთ?
არ მიყვარს გაზრდილი მცენარეების ყიდვა.მიყვარს მე თვითონ,
რომ ვახარებ და ვზრდი. სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მცენარეებთან, უკვე გაზრდილი
მცენარე აღარ მანიჭებს ისეთ ბედნიერებას.
რომელია თქვენი საყვარელი
ყვავილი?
ბაბუაწვერა
რატომ?
რადგან თავისუფალია,ველური,და ვერ იყიდი".
- რას ურჩევდით მკითხველს?
- შეიძლება მოვლა გეზარებოდეს, ან დრო არ გქონდეს, მაგრამ მცენარის უსიყვარულობას ვერ ვხსნი. შეიძლება ამხელა ხეები და ბუჩქები არ გქონდეს, მაგრამ ქოთნის ერთ მცენარეზე, ფანჯრის რაფაზეც რომ ხარობს, უარი როგორ უნდა თქვა?! მერე თითოეული გამოსული ყვავილი და შენი შრომის შედეგი გახარებს...





No comments:
Post a Comment