მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის
უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ
გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის,
ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.
არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე საქართველოს ტერიტორიაზე
უძველესი ღვინის აღმოჩენის დეტალებზე საუბრობს,საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი
არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევა ადასტურებს, რომ
აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
მინდია ჯალაბაძე:“ამ აღმოჩენით დაინტერესდა მთელი მსოფლიო
პრესა და ეს ყოველივე მიუთითებს. რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, დადასტურდა
პირველი ღვინის კვალი ჭურჭელში და სწორედ ამ გამოკვლევის შედეგად საქართველო წარმოდგება
მეღვინეობის უძველეს ცენტრად. ჩვენ აღმოვაჩინეთ ნასოფლარი და იმ ნასოფლარზე აღმოჩენილია
ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებული არტეფაქტები.ეს არის თიხის ჭურჭელი, ძვლის, ქვის
იარაღები, რაც უშუალოდ გვაკავშირებს ადრეულ მიწადმოქმედებასა და მესაქონლეობაზე.ამ
პროექტიდან ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო კერამიკაზე აღმოჩენილი ღვინის კვალი, ჩატარდა
შემდგომ ამის ანალიზი პენსილვანიის უნივერსიტეტში და დადასტურდა, პირველი მეღვინეობის
ცენტრად ქვემო ქართლი“
ამ ფაქტს გამოეხმაურა სტატიით უცხოური პრესაც,
აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „Early
Neolithic wine of Georgia in the South Caucasus" („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან").
ქართველებთან
ერთად,
სტატიის
ავტორები
არიან
მეცნიერები
აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.
2017 წლის
13 ნოემბერს nationalgeographic -მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია,სადაც ნათქვამია, რომ უძველესი ვაზის ქვეყანა საქართველოა. ეს 7 ქვეყნის
წამყვანმა სპეციალისტებმა 3-წლიანი კვლევის შემდეგ დაადასტურეს.პროექტს
ხელმძღვანელობდა
პენსილვანიის
უნივერსიტეტის
მუზეუმის
პროფესორი,
ბიოქიმიკოსი
და
ღვინის
ისტორიკოსი
პატრიკ
მაკგოვერნი.
10-11 ოქტომბერს, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ქალაქში, ქართული ღვინის გამოფენის ფარგლებში, რომელსაც „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ჰქვია, გაიმართება ამ სამეცნიერო ჯგუფის შეკრება და საზოგადოებას წარედგინება აღნიშნული კვლევის ანგარიში.წამყვანი
მეცნიერები 3 წლის
განმავლობაში ზედმიწევნით
იკვლევდნენ სხვადასხვა
დროს მოპოვებულ
მდიდარ არქეოლოგიურ
მასალას, მათ
შორის, ყურძნის
ყურძნის უძველეს
წიპწებს, თიხასა
და თიხის
ჭურჭელზე დანალექ
მჟავას, რომელიც,
საბოლოოდ, ღვინო
აღმოჩნდა.
ღვინის დაყენების ტექნოლოგია რვა ათას წელზე მეტს ითვლის-ეს
ფაქტი სამეცნიეროჯგუფის წევრებმა უკვე არქეოლოგიურად დაადასტურეს.საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს
ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის
60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი,
ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია
ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების
მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი.
კვლევას მხარს უჭერს ასევე საქართველოს მთავრობაც.
აღმოჩენილია
ჭურჭელი,რომლის საშუალებითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ ჩვენს ქვეყანაში უძველესი
ღვინის ნიშნებია. ჭურჭელს უტარდებოდა ქიმიური ანალიზები სადაც მჟავის კვალი აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია
ბოტანიკური კვლევაც,რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა უძველესი ვაზის არსებობა. აღმოჩნდა
ისეთი კლიმატური გარემო რამაც მეცნიერებს ეს დასკვნა გამოატანინა.
საქართველოს
ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა აღნიშნა
რომ „ ქვეყნისთვის ეს დიდი გამოწვევაა,ადრე უძველესი ვაზი დაახლოებით 7400 წლით თარიღდებოდა
ირანში და კვლევის თანახმად დასტურდება რომ ჩვენ 600 წლით ვუსწრებთ მათ.2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველოში ღვინის დაყენების
ისტორია რვა ათას
წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს. საქართველოში
ყურძნის 52 5ჯიშია წყარო . ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად
შეუძლებელია.
მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან
დაახლოებით
500-ს ქართული ფესვები აქვს.
საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში. გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
წყარო: museum.ge,
epn.ge







No comments:
Post a Comment