Wednesday, February 14, 2018

Vogue

vogue არის ამერიკული ჟურნალი, რომელიც შედგება სხვადასხვა რუბრიკებისაგან.ძირითადი აქცენტი გაკეთებულია მოდაზე, ცხოვრების წესზე, სილამაზესა და კულტურაზე.პირველად გამოსვლა 1892 წელს დაიწყო ყოველ კვირეულ ჟურნალმა vogue.ხოლო მოგვიანებით გახდა საერთაშორისო და 1916 წელს უკვე გამოდის ბრიტანული vogue, ხოლო დღეს უკვე 22 საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც ქვეყნებიდან გამომდინარე სხვადსახვა მოდასა და სტილს ემსახურება.ჟურნალს აქვს ონლაინ გამოცემა www.vogue.com სადაც შემდეგი რუბრიკებია: FASHION, BEAUTY, CULTURE, LIVING, RUNWAY, VIDEO, SHOP, HOUSE OF Z.
ისტორია
1892 წელს ამერიკელი ბიზნესმენის არტურ ბოლდუინ ტურნერმა დააფუძვნა ყოველკვირეული გაზეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში.პირველი გამოცემა გამოქვეყნდა იმავე წლის 17 დეკემბერს, რომლის ღირებულებაც 10 ცენტი იყო.ჟურნალი თავიდანვე მიზნად ისახავდა ნიუორკის ზედაფენის, ეგრედ წოდებული ზედაკლასის ასახვას.თავდაპირველად აშუქებდნენ სპორტსა და სოციალურ მოვლენებს,რომელშიც შედიოდა ძლიერი სქესის წარმომადგენლები.ამ პერიოდში vogue უკვე ნელნელა ხდება წარმატებული.მალე გადაიქცა წარმატებულ ბიზნესად ხოლო მოგვიანებით ქალთა ჟურნალად.

          რედაქტორებმა დაიწყეს ფიქრი რომლის მთავარი დევიზი იყო სექსუალური რევოლუცია ახალგაზრდებისთვის, რომელიც ეყრდნობოდა თანამედროვე მოდას და აქ უკვე ღიად განიხილავდნენ სექსუალურობას.ამ გამოცემის გვერდზე ძალიან ბევრი ცნობილი სახე მოხვდა როგორიც არიან: სინდი კროუფორდი, რიჩარდ გირი, კენი ვესტი, პენელოპა კრუზი, კიმ კარდაშიანი და სხვა.ბოლო პერიოდში ჟურნალის პოულარობა ძალიან გაიზარდა.ჟურნალი თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ გამოცემებთან მაგალითად google,ცნობილ მომღერლებთან,მუზეუმებთან და პოპულარობას უწევს სხვადასხვა აქტივობებს.ბოლო დროს დიდ ყურადღებას აქცევს მუსლიმ ქალებს, მათ სტილს, ცხოვრებას.პირველად სწორედ vogue ში დაწერა ლორენ ვაისბეგერმა ცნობილი სცენარი ეშმაკი ატარებს პრადას, რომელიც მოგვიანებით გახდა ბესცელერი, 2006 წელს ფიმიც გამოვიდა რომელიც გახდა ოსკაროსანი.

No comments:

Post a Comment