2017 წლის იანვარი – ნოემბრის თვის
მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +18.4%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი
დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა (ზრდა +27.6%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%),
რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და
გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2% და აშშ
+24.2%.
რაც შეეხება, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეს, საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 201,056 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა (ზრდა +21.8%).
2017 წლის
ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),
თურქეთიდან
(+6.8%), რუსეთიდან (+35.2%), და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +34.5%, საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +92.5%, ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი + 35.2%, აშშ +19.3% და
სხვა.
2017 წლის
ნოემბრის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 116 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 67,654-ს შეადგენს. 1,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 7 ქვეყნიდან, ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 60,461-ია
(მთლიანი ზრდის 89%).
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი
ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.
რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის.” კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილების, და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის მხარის წარმომადგენლები, გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქის მერები და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. კონფერეციაზე წარმომდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს. კონფერენციის მონაწილეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
No comments:
Post a Comment