ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არომატულ და ძვირადღირებულ სანელებელზე, ბუნებრივ ვანილზე გიამბობთ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არომატული და ძვირფასი სანელებელი, კულინარების და პარფიუმერების ყველაზე საყვარელი მცენარე, არავის ტოვებს გულგრილს.
ვანილი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია დ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ესპანეთში, იტალიასა და ავსტრიაში მხოლოდ XVI საუკუნის შუა წლებიდან, ევროპის სხვა ქვეყნებში კი XIX საუკუნის დასაწყისში გაიცნეს.
XVI-დან XIX საუკუნემდე ძვირადღირებული სანელებლით ვაჭრობაზე მექსიკას ჰქონდა მონოპოლია. სხვა ქვეყნებში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მცენარე, უბრალოდ, არ იძლეოდა ნაყოფს. მიზეზი იყო ვანილის მტვერავი, მექსიკაში მობინადრე ენდემური ფუტკარი მელიპონი. მაგრამ მას შემდეგ, რაც 1841 წელს 12 წლის შავკანიანმა მონამ, სახელად ედმუნდ ალბიუსმა ვანილის ხელით დამტვერვის მეთოდი აღმოაჩინა, მცენარის მოყვანა პლანეტის ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში დაიწყეს.
და მაინც, ვანილის ფასი ამით არ შემცირებულა. საქმე ისაა, რომ დღეში ხელით მხოლოდ ათასამდე ყვავილის დამტვერვაა შესაძლებელი, რადგან ვანილი მხოლოდ რამდენიმე საათით ყვავის - შუადღიდან დაღამებამდე.

პირველად ვანილის ნაყოფის დამუშავება და გამოყენება თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ინდიელებმა - ტოტონაკებმა დაიწყეს. მოგვიანებით ამ საქმეს ატცეკებმაც მიჰყვეს ხელი. მათ მცენარეს Tlilxochitl-ი, ანუ „შავი ყვავილი“ უწოდეს. ახალი სანელებელი იმდენად ძვირად ფასობდა, რომ იმპერატორ მონტესუმას პერიოდში ატცეკები გადასახადებს „შავი ყავილის“ ნაყოფით იღებდნენ.
XVI საუკუნის დასაწყისში მონტესუმამ ესპანელ კონკისკადორ ერნარ კორტესს კაკაოს ნაყოფისგან დამზადებული და ვანილით შეზავებული უცხო სასმელი „ქსოკოლატლი“ გაასინჯა. აღფრთოვანებულმა კორტესმა კაკაოს მარცვლები და „შავი ყვავილი“ ევროპაში გაიტანა. ის ძალიან მალე გახდა პოპულარული სამეფო კარზე. ახალ სანელებელს, რომელსაც „ვანილი“ უწოდეს, ევროპელები ალკოჰოლურ სასმელებში, ტკბილ კერძებსა და პარფიუმერიაში იყენებდნენ. გარდა ამისა, მოსაწევ და დასაღეჭ თამბაქოს უმატებდნენ, ვინაიდარ ჯადოსნურ ნარკოტიკად მიაჩნდათ.

No comments:
Post a Comment