2 წლის
წინ ბათუმში მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეო გრანდი“ გაიხსნა,რომელსაც პრემიერ
მინისტრი დაესწრო.40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის
მომსახურება
ბექას ბლოგი
ბლოგი ახალგაზრდებისთვის
Wednesday, February 14, 2018
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
გურასპაულმა არჩევნებში წარმოდგენილი დელეგატების 80-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო და ფედერაციის პრეზიდენტის სადავეები მიხეილ გაბრიჩიძისგან გადაიბარა.წინასაარჩევნო პროცესი
დიდ ვნებათაღელვასთან იყო დაკავშირებული.
ჰაერში დაკიდული ბაღი
ყვავილების ულამაზესი ბაღი, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, 11 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულის აივანზეა გაშენებული და დედაქალაქს ზემოდან გადაჰყურებს. მისი პატრონი თბილისის ონკოლოგიური დისპანსერისა და ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმი, ულტრაბგერითი გამოკვლევების სპეციალისტი, თერაპევტი, მეცნიერებათა დოქტორი ეკა გიუაშვილია.
ვინ არის ქართველი არქიტექტორი ქალი, რომელმაც საბერძნეთის ძველ დედაქალაქს იერ-სახე შეუცვალა
არქიტექტორ-დიზაინერი, ხათუნა საყვარელიძე 27 წელია, საბერძენთის ძველ დედაქალაქში, ნაფპლიონში ცხოვრობს. მართალია, ემიგრაციაში საკმაოდ რთული პერიოდების გამოვლა მოუწია, მაგრამ დღეს ის ძალიან წარმატებული არქიტექტორია – საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს და ულამაზეს სახლებს აშენებს.
საქართველო ღვინის სამშობლოა
მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის
უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ
გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის,
ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.
არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე საქართველოს ტერიტორიაზე
უძველესი ღვინის აღმოჩენის დეტალებზე საუბრობს,საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი
არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევა ადასტურებს, რომ
აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
Subscribe to:
Comments (Atom)



