ახლა სულ რაღაც ერთი თვეა რაც დავრეგისტრირდი სხვა სოციალურ ქსელებში,მათ შორის ლინკედინში ამიტომ გადავწყვიტე ეს ორი სოციალური ქსელი შევადარო ერთმანეთს და გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება.
![]() |
ია,უფრო მომწონს,რადგან გასართობი
საშუალებაა.მარტივად შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები გრძნობები.დავპოსტოთ რამხელა ტექსტიც გვინდა და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება მაგალითად:მოწონების,გაზიარებით,კომენტარებით.ფეისბუქის საშუალებით მარტივია ჩემთვის ინფორმაციის მიღება და გაცემა ასევე უხვად არის თამაშები რაც ლინკედინის შემთხვევაში ვერ ვნახე არ შემხვედრია.ლინკედინში თუ მომეწონება პოსტი გამოხატვის საშვალებაა ლაიქი,კომენტარი და გაზიარება ტვიტერზე.ფეისბუქი კი ჩემთვის უფრო ემოციური ქსელია მაგალითად შემიძლია მოვძებნო დიდი ხნის უნახავი ადამიანები,კლასელები და ვირტუალურად თვალი ვადევნო მათ ცხოვრებას.ლინკედინი კი ამ ემოციურობას უფრო მოკლებულია ვიწრო პროფილის არის,შემიძლია შევიდე სამსახურის გვერდზე დავპოსტო,მოვიწონო ჯგუფები და გავწევრიანდე.ფეისბუქს რაც ალბათ მის პოპულარობას კიდევ ერთხელ განსაზღვრავს ეს არის პირდაპირი ეთერში ყოფნის სიტემა,რაც ამ ბოლო ხანებში დაემატა და ძალიან პოპულარულია.შემიძლია პირდაპირ ეთერში ჩავერთო ნებისმიერ დროს თუ მაქვს ინტერნეტთან წვდომა,გამოვხატო ემოციები,გავუზიარო მეგობრებს რაც ლინკდინს არ აქვს.ორივე ქსელი გამიჯნულია პორნოგრაფიისაგან.
მარკეტინგულადაც ჩემთვის უფრო მომგებიანია ფეისბუქი,რადგან ამ ქსელში მომხმარებლი უფრო ხშირად შედის და მეტი ალბათობაა,რომ ადრესანტმა მიიღოს ჩვენი მესიჯი.ორივეს აქვს მობილური აპლიკაცია და მოსახრეხებელია.ლინკდინიდან მსოფლიო ამბებს ვიგებ უფრო მაშტაბურია,მაგალითად რა ხდება ბიზნესში,სიახლეები ხოლო ფეისბუქში კი უფრო საქართველოში რაც ხდება ახალი ამბები.და ბოლოს ფეისბუქი ალბათ იმიტომ უფრო პოპულარულია,რომ განუსაზღვრელი რაოდენობით შეგვიძლია ავტვირთოთ ვიდეოები,სურათები,ვპოსტოთ რამდენიც გვინდა და რაც გვინდა.




No comments:
Post a Comment