როდესაც ჟურნალისტიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი წინა მორბედები ტრადიციული მედია საშუალებები : ბეჭდური მედია ( პრესა , გაზეთები ) რადიო , ტელევიზია.სწორედ მათი დამსახურებაა დღეს რომ არსებობს ჟურნალისტიკა და ინფორმაციული საზოგადოება.
თავისთავად ტრადიციული მედია საშუალებები იმიტომ არის ტრადიციული,რომ უკვე ძველია.მათი განვითარება საუკუნეებს აღწევს და კარგად არის შესწავლილი.მინდა შევეხო განვითარების ეტაპებს.პირველი გზაეთია.გაზეთი თავდაპირველად ყავახანებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩაისახა,რომელიც ინფორმაციული ხასითის იყო.
თავისთავად ტრადიციული მედია საშუალებები იმიტომ არის ტრადიციული,რომ უკვე ძველია.მათი განვითარება საუკუნეებს აღწევს და კარგად არის შესწავლილი.მინდა შევეხო განვითარების ეტაპებს.პირველი გზაეთია.გაზეთი თავდაპირველად ყავახანებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩაისახა,რომელიც ინფორმაციული ხასითის იყო.

მოგვიანებით კი გასართობი და ყვითელიც გახდ
ა.გაზეთმა მალევე დაიპყრო აუდიტორია ,გაჩდა ერთგული მკითხველი და პროფესია ჟურნალისტიკა.მოგვიანებით ასპარეზზე გამოვიდა რადიო ახალი ინოვაციური მედია საშუალება და რადიომაც მალევე დაიყრო მსენელის გული.ყოველი ახალი მედიის გაჩენისას კრიტიკოსები ვარაუდობდნენ,რომ ის წინა მორბედს ჩაანაცვლებდა ,მაგრამ ბეჭდურმა საშუალებებმა მაინც არ დაკარგა თავისი როლი.რადიო სიახლე იყო ხალხისთვის.მსმენელს შეეძლო მოესმინა ახალი ამბები,სიმღერები.რადიოს რაც განასხვავებდა გაზეთისგან ეს იყო ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი,რომელიც მსენელს თვითონ შეეძლო და წარმოესახა ისე როგორც მას სურდა.ტელევიზიის გამოჩენამ კი ასე ვთქვათ გადატრიალება მოახდინა ჟურნალისტიკაში და დაიწყო ჟურნალისტიკის ახალი ერა.ტელევიზიამ შეითვისა რადიოსა და ჟურნალ გაზეთების ფუნქცია .წარმოდგენილი იყო როგორც ტექსტი ,ხმა და მთავრი გამოსახულება ვიზუალი,რომელიც თანსწრების ინსტიქტს ქმნიდა .ტელევიზიის გაჩენამ უფრო გაზარდა ჟურნალისტიკის დანიშნულება და როლი საზოგადოებაში.მედიაში ჟურნალისტებს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნია.სწორედ მათ მუშაობაზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მომავალში ჟურნალისტიკა და რა კუთხით წაიყვანენ მას.ჟურნალისტის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა საზოგადოების ინფორმირება .
უკვე იმაზე არავინ დაობს,რომ ჟურნალისტი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყო სხვადასხვა გავლენებისაგან.თანამედროვე მედიაში ყველა საშუალებაა იმისა , რომ ჟურნალისტმა შექმნას კარგი მედია პროდუქტი.მიუხედავათ ამისა, ჩემი აზრით ჟურნალისტებს უჭირთ საინტერესო თემების მოძიება და გაშუქება.რაც შეეხება ინტერნეტიზაციას ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება და შეითვისა ყველა ის ნიშან თვისება რაც ტრადიციულ მედიას აქვს.გახდა მულტიმედიური და უფრო ოპერატიული მაგრამ დაკარგა ნდობა აუდიტორიის.რა თქმაუნდა მედია უნდა განვითარდეს და აითვისოს სიახლეები ,მაგრამ უნდა იმოქმედოს ფრთხილად.დღეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მედიასაშუალებები არსებობს ყველას ჰყავს თავისი მკითხველი,მსმენელი,მაყურებელი სწორედ მათი ურთუერთქმედება ქმნის საინტერესო თანამედროვე მედია პროდუქტს.
მათ უნდა შექმნან ისეთი პროდუქტი რომელიც დააინტერესებს აუდიტორიას.მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი მთავარი სათქმელი და მიზანი.ამ შემთხვევაში ჟურნალისტის ფუნქციაც შეიცვალა ის არა მარტო ინფორმაციის მიმტანია არამედ ჟურნალისტი უკვე ეხმარება ამ ინფორმაციულ სიჭრელეში აუდიტორიას მიაწოდოს თავისთვის საინტერესო და გამოყენებადი ინფორმაცია.ჩემი აზრით ამის გამოძახილია ბლოგები , რომელიც თემიდან გამომდინარე იქმნება და ყველას თავისი მკითხველი ჰყავს.ის შეიძლება იყოს საქმიანი მოტივის , საგანმანათლო , გასართობი და სხვა პლატფორმის.რაც შეეხება საქართველოს ,ინოვაციური ჟურნალისტიკა განვითარების სტადიაშია და ნელ-ნელა იხვეწება.ხშირად მსენია ხალხისგან რომ საქართველოში კარგი მედია პროდუქტი არ იქმნებაო მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებად ქვეყნებში მოიაზრება სადაც დაბალი ცხოვრების დონე და ჩემი აზრით სწორედ ამის ექვივალენტია დემოკრატიაც,პოლიტიკაც და მედიაც საქართველოში.
პროფესიული ჟურნალისტიკა და სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ალტერნატიული მედია.
პროფესიული ჟურნალისტიკა და სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ალტერნატიული მედია.
თავდაპირველად მინდა ერთმანეთისაგან გავმიჯნო ეს ტერმინები თუ რა მიმაჩნია პროფესიულ და სამოქალაქო ჟურნალისტიკად.პროფესიული ჟურნალისტი უნდა იყოს ჟურნალისტი რომელიც აგროვებს , ამუშავებს და ავრცელებს ინფორმაციას ისე რომ არ გამოკვეთოს თავისი აზრი ანუ პოზიცია.მედიას აკისრია პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა დაიცვას ეთიკური სტანდარტები , თავისი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვას სწორედ ამ პრინციპებით არის შექმნილი საქართველოს ეთიკის ქარტია.ჟურნალისტი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს ისეათ თემებს როგორიცაა დისკრიმინაცია , ბავშვების გაშუქება, სხვისი პირადი ცხოვრება და სხვა.რაც შეეხება სამოქალაქო ჟურნალისტიკას ეს პროფესია სოციალურ მედიის განვითარებასთან ერთად ჩაისახა.მათი ვალდებულებები ცოტა სხვანაირია .მოქალაქე ჟურნალისტი ყველას შეუძლია გახდეს.დღეს ამის პრობლემა უკვე აღარ არის.მაგალითად სოციალური ქსელის ფეისბუქის საშუალებით პირდაპირ ეთერში ყველას შეუძლია ჩართვა და ინფორმაციის გავრცელება.მოქალაქე ჟურნალისტის პროფესიული პასუხისმგებლობა ნაკლებად აქვს აუდიტორიის წინაშე და ეს მომხმარებელსაც გაცნობიერებული აქვს.თუ გინდა იყურებ და თუ არა ამითაც არაფერი დაშავდება.ჩემი აზრით საქართველოსი ჟურნალისტებთ ხშირად ერევად ეს ორი ტერმინი ერთმანეთში.ჩვენ ძალიან ბევრი ცნობილი ჟურნალისტები გვყავს,რომლებიც ძალიან აქტიურები არიან ფეისბუქში.ფეიზბუქს იყენებენ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად იმას ამობენ ხშირ შემთხვევაში რაც ეთერში ვერ თქვეს და ხშირ შემთხვევაში საპირისპიროს.გასაგებია,რომ ყველას აქვს პირადი გვერდი და რასაც უნდა იმას დაწერს ,მაგრამ საქმიანი და პირადული ერთმანეთისგან უნდა იყო გამიჯნული რადგან ამ შემთხვევაში აუდიტორია იბნევა და კარგავს ნდობას ჟურნალისტების მიერ..მიუხედავად ამისა,მეორეს მხრივ ეს ალტერნატიული მედიასაშუალებაა და დემოკრატიულია.ეს კარგად მუშაობს ყველგან,განსაკუთრებით ტოტალიტარულ ქვეყნებში სადაც მონოპოლიზებულია მედია საშვალებები და ხალხს სიმართლის გაგებაში სწორედ ეს ალტერნატიული საშუალებები ეხმარება.ამ შემთხვევაში აუდიტორია თავისუფალია და მას შეუძლია ინფორმაციის მიღება როგორც ტრადიციულ მედია საშუალებებიდან,ასევე ალტერნატიულიდან.სადაც ძირითადათ ინტერნეტსივრცე მოიხსენება.
ციფრული მაუწყებლობა
გლობალიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცესები,ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.ჩვენი დროის ყველაზე დიდი აღმოჩენა ტექნიკის განვითარებას უკავშირდება.სწორედ ტექნოლოგიის განვითარებასთან არის კავშირში საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.ჟენევის 2006 წლის კონვენციის თანახმად საქართველო 2015 წლამდე უნდა გადასულიყო ციფრულ მაუწყებლოაზე.ეს პირობა შესრულდა.
საქართველო 2015 წლის ივლისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.საქართველოს ეროვნული კომისიის ინფორმაციით,ამ დღის დილი 10:00 საათზე ანალოგიური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება,რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს:თბილისი,საგარეჯოს რაიონი,კოჯორი,რუსთავი და მარნეულის რაიონი.
მნიშვნელოვანია განვმარტოთ თუ რა არის ციფრული მაუწყებლობა?ციფრული მაუწყებლობა არის სისტემა,რომლშიც ინფორმაცია გროვდება,მუშავდება და გადაიცემა "ნულების და ერთების"სერიის საშუალებით და შეუძლია ელექტრო სიგნალის ფორმა მიიღოს.მისი საწინაღმდეგოა ანალოგიური სიგნალი,ის რომლსაც ჩვენ აქამდე მოვიხმარდით.ციფრული მაუწყებლობის მიღება შესაძლებელია ყველა იმ საშუალებით,რომლითაც ხორციელდებოდა ანალოგიური მაუწყებლობა:საეთერო,თანამგზავრული და საკაბელო.
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკვე დიდი ხანია გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე.ზოგიერთ ქვეყანაში,როგორც საქართველოში ეს პროცესი მოგვიანებით დაიწყო,რომელიც განპირობებული იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურით,გეოგრაფიული მდებარეობის გამო,რაც ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვდა.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ ბევრი სარგებელი მოგვიტანა კერძოიდ:ციფრული მაუწყებლობა მეტი არხების გადაცემის და მიღების საშუალებას იძლევა,რაც გაცილებით მეტი უფასო არხის ყურების საშუალებას გვაძლევს,გაუმჯობესდა გამოსახვის და ხმის ხარისხი,ციფრული მაუწყებლობის პერიოდში ხელისაწვდომი გახდა HD არხების ხილვა და ეკრანზე აღარ გამოჩდება ვიზუალური წუნი,ხარვეზები ეს იმას ნიშნავს არხები გვაქვს და ვუყურებთ ან საერთოდ არ ვიღებთ სიხშირეს,შუალედი აღარ არის.
ამჟამად ციფრული სატელევიზიო არხის საყურებლად საჭიროა ეგრეთ წოდებული კონვერტორი (გადამყვანი), ციფრული სეთ–თოფ ბოქსი, რომელიც ტელევიზორს გამოსახულების ჩვენების და ხმის გადაცემის საშუალებას აძლევს. კონვერტორი აუცილებელია ციფრული არხის სატელიტით, მიწისზედა თუ საკაბელო პლატფორმით მიღების შემთხვევაში.ციფრული ბოქსის ტელევიზორთან დაკავშრება მარტივი პროცესია. ბევრ ადამიანს სატელიტური თეფშის თვითონ დაინსტალირებაც შეუძლია, თუმცა როგორც წესი ამ მომსახურებას მათ გამოცდილი ინსტალატორები სთავაზობენ.
სხვადასხვა პლატფორმას დაინსტალირების ერთნაირი პირობები აქვს. შედეგად კი მაყურებელს ციფრული ტელევიზიის მიღების საშუალებას აქვს.
• საკაბელო ტელევიზია: ციფრული ბოქსი დამონტაჟებულია საცხოვრებელ ადგილზე.
• მიწისზედა ტელევიზია: ციფრული ბოქსი შესაბამისი ანტენის კაბელის საშუალებით დაკავშირებული საჰაერო ანტენასთან.
• სატელიტური ტელევიზია: ციფრული ბოქსი ანტენის კაბელის საშუალებით დაკავშრებულია თეფშთან. მათი დაკავშირება ასევე შესაძლებელია საჰაერო ხაზის საშუალებით.
დღეს საქართველო სრულიად გადასულია ციფრულ მაუწყებლობაზე.ამ აღმოჩენებს მდიდარი ქვეყნები მალევე იღებენ, ღარიბები კი შედარებით გვიან. თუმცა ზოგიერთი სიახლის დანერგვა საერთაშორისო ვალდებულებად იქცევა.,როგორც ეს საქართველოში მოხდა და წარმატებით განხორციელდა
სოციალური მედია და მისი ზეგავლენა მედია პროდუქტის შექმნაზე.
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად მსოფლიოში შეიქმნა სოციალური ქსელები სხვადასხვა დასახელების ,რომელიც დღესაც არსებობს და განაგრძობს განვითარებას.დღეს არა ერთ მედიაორგანიზაცია თუ უბრალოდ პატარა დაწესებულება არ არსებობს რომ არ ქონდეს საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში.ამას თავისი განპირობებული მიზეზები აქვს.პირველ რიგში სოციალური მედია უფრო თავისუფალია,გახსნლილია და მოქნილი.ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია ამა თუ იმ ინფორმაცის და სიახლეების გაგება.
მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერაქცია, რაც ჟურნალისტს ეხმარება შექმნას ხალხისთვის საინტერესო პროდუქტი და გაითვალისწინოს მათი აზრი.სოციალური მედიის საშუალებით შესაძლებელია პირდაპირი დიალოგის ფორმატი.სოციალურ ქსელში ყველას შეუძლია ინფორმაციის შექმნა და გავრცელება.ერთ_ერთი რაც ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწრაფი გავრცელება.ნიუსი უფრო მალე ვრცელდება აქ ვიდრე ტრადიციულ საშუალებებში.ასევე არის ანონიმური და ეს კიდევ უფრო იზიდავ აუდიტორიას.ამ შემთხვევაში თამამად შეუძლიან თქვან ის რაც სურთ.მიუხედავად ამ ყველაფრისა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს ჟურნალისტს კერძოდ როდესაც სოციალურ მედიაპროდუქტს ქმნი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოცულობა, რომელიც უნდა იყოს ლაკონური,მოკლე და მარტივად აღსაქმელი.არ უნდა იყოს გადატვირთული რადგან ბევრი მოცულობის ტექსტი აფრთხობს მკითხველს და უნდა იყოს ჰიპერტექსტუალური რომ გავხადოთ საინტერესო.ამა და სხვა მიზეზების გამო სოციალური მედია დიდ გავლენას ახდენს მედიაპროდუქტის შექმნაზე.
ჩემი აზრით შეიძლება მთავარი თემა სოციალური ქსელით გაიგო თუ რა არის აქტუალური და საზოგადოებისთვის საინტერესო.საქართველოში სოციალური ქსელები ნელნელა ხდება პოპულარული.ერთ-ერთი გამორჩეულია ფეისბუქი,რომელიც თითქმის ყველას აქვს და იზრდება მისი მომხმარებლის რიცხვი.ფეისბუქის საშუალებით ჟურნალისტს პირდაპირ შეუძლია ახალი ამბავი გამოაქვეყნოს სტატუსუს სახით და გაუზიაროს როგორც მეგობრებს ასევე საჯარო გახადოს.სხვა სოციალური ქსელებიდან შეიძლება გამოვყო ტვიტერი,ისტაგრამი,ლინკედინი,პინტერესტი,იუთუბი,ვიკიპედია და სხვა ,რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება და მოხმარების წესი გააჩნია.
ჩემი აზრით ამ ქსელებში დარეგისტრირება ბევრად ამარტივებს ურთიერთობებს საქმიანობაში.მარტივად შეგვიძლია მოვძებნოთ ჩვენი სავარაუდო რესპოდენტის შესახებ პირველადი ინფორმაცია,დავამყაროთ კონტაქტები რომელიც სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია.ასევე კარგია საკუთარი თავის გაპიარებისთვის.შეგვიძლია ჩვენი პროექტი თვითონვე დავარეკლამოთ.










No comments:
Post a Comment