Sunday, December 25, 2016

ჩემთვის ახალი სოციალური ქსელი ლინკდინი

ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩდა განსაკუთრებით ლინკდინი და პინტერესი.პინტერესი ყველაზე მეტად მომეწონა ,მაგრამ ამ შემთხვევაში ავირჩიე ლინკდინი.ლინკდინზე დარეგისტრირება ძალიან მარტივია,შევიყვანე მონაცემები გ მაილის და ავტომატურად დამარეგისტრირა.
როგორც მივხვდი არის საქმიანი ანუ სამსახურეობრივიი და უფრო ოფიციალურია.დარეგისტრირების პროცესში შემეძლო სურათის დამატება,მაგრამ მე არ დამიმატებია.
ლინკდინს,როგორც ფეისბუქს აქვს ენის შეცვლის საშუალება,მაგრამ სამწუხაროდ არა ქართული როგორც მივხვდი,მაგრამ ავირჩიე გერმანული.
  რაც შეეხება მეგობრების დამატებას ძალიან მარტივია პირდაპირ შეგიზლია შეთავაზო მეგობრობაჩაწერო საძიებელ ადგილას სახელი გვარი,ორგანიზაცია ანუ ინიციალები და მოძებნო.როცა უკვე დაიმეგობრებ თავისუფლად მიწერ.
    ლინკდინზე ზედა მხარეს ჩამოთვლილ კატეგორიებს შორის მითითებულია ერთ_ერთი დაინტერესება.როგორც მივხვდი და გავაკეთე ამ შემთხვევაში შემიძლია ავირჩიო ჩემთვის საინტერესო ჯგუფი გავწევრიანდე,მაგრამ ჯგუფს ვეღარ დატოვებ ანუ ერთხელ თუ გაწევრიანდი იქნები იმ ჯგუფის წევრი.
ამ სოციალურ ქსელში ძალიან მომეწონა ბმული სამსახური და გამომრჩა დასაწყისში მეთქვა,რომ ეს სოციალური ქსელი ვიწრო პროფილისაა და არის სამსახურის,ბიზნესის.
აქ შემიძლია დავპოსტო თუ რა გამოცდილება მაქვს,რა სამსახურს ვეძებ.რა პოზიციაზე მსურს მუშაობა,რა სტანდარტებით,რომელი ქვეყნიდან ვარ და მე მგონია რომ ამ საიტით შესაძლრბრლია ბიზნეს კონტაქტების დამყარება.ბოლოს რაც შემიძლია ვთქვა არ არის თამაშები.
აქაც,როგორც ფეისბუქში ქვეყნდება პოსტებიი,ანუ შეზღუდული არ ვარ რომ დავწერო და გამოვაქვეყნო.

No comments:

Post a Comment