Sunday, December 11, 2016

როგორ გადავიდა საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე

გლობალიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცესები,ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.ჩვენი დროის ყველაზე დიდი აღმოჩენა ტექნიკის განვითარებას უკავშირდება.
სწორედ ტექნოლოგიის განვითარებასთან არის კავშირში საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.ჟენევის 2006 წლის კონვენციის თანახმად საქართველო 2015 წლამდე უნდა გადასულიყო ციფრულ მაუწყებლოაზე.ეს პირობა შესრულდა.
          საქართველო  2015 წლის ივლისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.საქართველოს ეროვნული კომისიის ინფორმაციით,ამ დღის დილი 10:00 საათზე ანალოგიური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება,რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს:თბილისი,საგარეჯოს რაიონი,კოჯორი,რუსთავი და მარნეულის რაიონი.
   მნიშვნელოვანია განვმარტოთ თუ რა არის ციფრული მაუწყებლობა?ციფრული მაუწყებლობა არის სისტემა,რომლშიც ინფორმაცია გროვდება,მუშავდება და გადაიცემა "ნულების და ერთების"სერიის საშუალებით და შეუძლია ელექტრო სიგნალის ფორმა მიიღოს.მისი საწინაღმდეგოა ანალოგიური სიგნალი,ის რომლსაც ჩვენ აქამდე მოვიხმარდით.ციფრული მაუწყებლობის მიღება შესაძლებელია ყველა იმ საშუალებით,რომლითაც ხორციელდებოდა ანალოგიური მაუწყებლობა:საეთერო,თანამგზავრული და საკაბელო.
     მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკვე დიდი ხანია გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე.ზოგიერთ ქვეყანაში,როგორც საქართველოში ეს პროცესი მოგვიანებით დაიწყო,რომელიც განპირობებული იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურით,გეოგრაფიული მდებარეობის გამო,რაც ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვდა.
    ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ ბევრი სარგებელი მოგვიტანა კერძოიდ:ციფრული მაუწყებლობა მეტი არხების გადაცემის და მიღების საშუალებას იძლევა,რაც გაცილებით მეტი უფასო არხის ყურების საშუალებას გვაძლევს,გაუმჯობესდა გამოსახვის და ხმის ხარისხი,ციფრული მაუწყებლობის პერიოდში ხელისაწვდომი გახდა HD არხების ხილვა და ეკრანზე აღარ გამოჩდება ვიზუალური წუნი,ხარვეზები ეს იმას ნიშნავს არხები გვაქვს და ვუყურებთ ან საერთოდ არ ვიღებთ სიხშირეს,შუალედი აღარ არის.
    ამჟამად ციფრული სატელევიზიო არხის საყურებლად საჭიროა ეგრეთ წოდებული კონვერტორი (გადამყვანი), ციფრული სეთთოფ ბოქსი, რომელიც ტელევიზორს გამოსახულების ჩვენების და ხმის გადაცემის საშუალებას აძლევს. კონვერტორი აუცილებელია ციფრული არხის სატელიტით, მიწისზედა თუ საკაბელო პლატფორმით მიღების შემთხვევაში.ციფრული ბოქსის ტელევიზორთან დაკავშრება მარტივი პროცესია. ბევრ ადამიანს სატელიტური თეფშის თვითონ დაინსტალირებაც შეუძლია, თუმცა როგორც წესი ამ მომსახურებას მათ გამოცდილი ინსტალატორები სთავაზობენ.

სხვადასხვა პლატფორმას დაინსტალირების ერთნაირი პირობები აქვს. შედეგად კი მაყურებელს ციფრული ტელევიზიის მიღების საშუალებას აქვს.

საკაბელო ტელევიზია: ციფრული ბოქსი დამონტაჟებულია საცხოვრებელ ადგილზე.

მიწისზედა ტელევიზია: ციფრული ბოქსი შესაბამისი ანტენის კაბელის საშუალებით დაკავშირებული საჰაერო ანტენასთან.

სატელიტური ტელევიზია: ციფრული ბოქსი  ანტენის კაბელის საშუალებით დაკავშრებულია თეფშთან. მათი  დაკავშირება ასევე შესაძლებელია საჰაერო ხაზის საშუალებით.
დღეს საქართველო სრულიად გადასულია ციფრულ მაუწყებლობაზე.ამ აღმოჩენებს მდიდარი ქვეყნები მალევე იღებენ, ღარიბები კი შედარებით გვიან. თუმცა ზოგიერთი სიახლის დანერგვა საერთაშორისო ვალდებულებად იქცევა.,როგორც ეს საქართველოში მოხდა და წარმატებით განხორციელდა

No comments:

Post a Comment