ჩვენ დავინტერსდით ბაღების მდგომარეობით, კერძოდ რამდენად არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, როგორ არიან ინტეგრირებული,რა რაოდენობა,როგორია სტატისტიკა თუმცა შეძღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვები არ აღმოჩნდა.როდესაც ვაკე- საბურთალოს 170 საჯარო ბაღს ვეწვიეთ,
1. ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევით;
2. მხედველობისა და სმენის დარღვევით;
3. მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით;
4. რომელთაც აქვთ გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
5. რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობებს;
6. რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი და
7. რომელთაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა ემუქრებათ.
170 საჯარო ბაღის დირექტორი: ქეთი დვალიშვილი
ჩვენ შეიძლება გვეჩვენება, რომ საპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები განსხვავებულები არიან მაგრამ პრობლემა ჩვენშია.სანამ ჩვენ არ ვისწავლით ერთმანეთან ურთიერთობას და სწორად გაგებას მანამდე იქნება ეს პრობლემა.სწორედ იგივე ხდება ინკლუზივის თემაზე.გამოვიდა ერთ-ერთი მაღის დირექტორი და პედაგოგი და თქვა, რომ ბავშვი იყო ინკლუზიური, ასეთი ბავშვი არ არსებობს.ინკლუზიურია თითეული ჩვენთაგანი საზოგადოების მიმართ ამიტომ რომ ბავშვი იყო ინკლუზიური არ არის სწორი.ეს თემა ძაან სათუთია და ამიტომ მე ყოველთვის ვსწავლობ, თან მე ამ სპეციალობის არ ვარ.
სპეციალობით რა ხართ?
მე ვარ საზღვარგარეთის ლიტერატურის პედაგოგი და მცოდნე.მე როცა 10 წლის წინ მოვედი ამ ბაღში ჩემთვის ყველაფერი უცხო იყო, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ვისწავლო ახალი.
ბაღში მუშაობენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან სპეც პედაგოგები და აღმზრდელები?
რა თქმა უნდა ჩვენი ბაღი ამ საკითხში პიონერია და შეგიძლიათ გაესაუბროთ ჩვენს მასწავლებელებს.ბოლოს ვიტყვი, რომ ძალიან სწორია რასაც თქვენ ახალი თაობის ჟურნალისტები აკეთებთ.მნიშვნელოვანია დაინტერესება და ჩართულობა ამ თემასთან დაკავშირებით სწორი კომუნიკაცია, რომელიც თქვენთვისაც სასარგებლოა და ჩვენთვისაც.
ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები დავუსვით სპეც პედაგოგს: მაია აფხაზიშვილს და სასწავლო სააღმზრდელო კორდინატორს თამარ ლომიძეს.
სპეც პედაგოგი: მაია აფხაზიშვილი
როგორია სტატისტიკა სპეცსაჭიროების მქონე ბავშვების გაიზარდა თუ შემცირდა?
ჩვენ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ ეს რიცხვი იზრდება.2007 წელს გაკეთდა პირველი საპილოტე ჯგუფი ამ ბაღში,ეს იყო მცდელობა, რომ ჩაგვერთო ეს ბავშვები აქტივობაში და ამან გაამართლა.
როგორ უმკლავდება მასწავლებელი, როდესსაც ჯგუფში 40 ბავშვია და თან შეიძლება იყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები?
სხვა ბაღებში როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან არის პედაგოგი, სპეც მასწავლებელი, რომელიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობს.მე მოხარული ვარ, რომ ეს სპეც პედაგოგის ინსტიტუტი გაიზარდა.ანუ ვგულისხმობ, რომ ადრე ამდენი რაოდენობის არ იყო, მაგრამ დღეს დაიწყო სპეც პედაგოგების დანიშვნა მაგაბაღებში.
რა ევალება ზოგადად სპეც პედაგოგს?
ყველა სსმ ბავშვს აქვს თავისის ინდივიდუალური განვითარების სპეც გეგმა, რომელშიც გაწერილია მიზნები და შემდეგ მის შესრულებაზე მონიტორინგი.მასწავლების გადამზადება, დახმარება, ტრენინგები და კიდევ სხვა.ყველა ჯგუფში არსებობს სტანდარტი, რომ სსმ ბავშვის რაოდენობა უნდა იყოს 1-10, იმიტომ, რომ 10 ბავშვი მიბაძავს ერთს უფრო ნაკლები ვარიანტია ვიდრე პირიქით.
აქაედან გამომდინარე სსმ იზოლირება არ ხდება ხომ?
არა ჩვენ პირიქით, ვცილობთ რომ მოხდეს ინტეგრირება და აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ ეს გეგმა არ დავარღვიოთ თუ რათქმაუნდა ამის საშუალება გვაქვს.ყველა სასწავლო წლის დასაწყისში არ ვიცით რამდენი ასეთი ვაბშვი დაგვხდება ეს იქნება უკვე დიაგნოსტირებული, არაღიარებული ან არ იცის მშობელმა ამის შესახებ.ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მოგვმართავს ამღზრდელი, რომელმაც შენიშნა პრობლემა.გვაქვს შეფასების ფორმა,მშობელთან ინტერვიუ და მერე ვახდენთ ბავშვის გადამისამართებას.
როგორ ხდება მიდგომა როცა უკვე დადგინდება ბავშვის დიაგნოზი?
ესე ინდივიდუალურად არ ჰყავს სპეცმასწავლებელი.ამის შემდეგ გავდივართ ამ ბავშვთან ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას, რომლის მიხედვითაც ხდება შემდეგ სწავლა ცხადია ეს მშობლის თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი.
არის თუ არა შემთხვევა, როდესაც მშობელი არ აღიარებს, რომ მისი შვილი საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს?
კი არის, როდესაც არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბავშვს პრობლემა აქვს
ასეთ შემთხვევაში რა ბერკეტიაქვს ბაღს?
ჩვენ ვითხოვთ ფორმა 100, რომელიც ბავშვის ჯამთელობის შემფასებელი დოკუმენტია.ასეთი დოკუმენტი მოაქვს მშობელს, სადაც წერია, რომ ბავშვი ჯამთელია.ამას გასცემენ სამწუხაროდ ისეთი პოლიკლინიკები, რომლებსაც ბავშვი საერთოდ არ უნახავთ ან არ აქვთ კომპეტენცია, რომ ამოიცნონ აუტიზმის ნიშნები.მაგალითად იყო შემთხვევა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვს ეწერა ცნობაში, რომ კანი სუფთა ქონდა და არ აღენიშნება არანაირი პრობლემა.
რამდენად ეგუებიან ეს ბავშვები გარემოს?
ამისთვის ცალკე ჯგუფები არ კეთდება, როგორც ავღნიშნე.წელს კეთდება 6 თვიანი ინტესიური ჯგუფი, რომელიც მოიცავ სხვაბავშვებთან ინტეგრირებას.მაგრამ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი საკუთარ თავს აზიანებს და სხვა ბავშვებისთვისაც დამაზიანებელია ეს უნდა განვაცალკეოდ დროებით, ჯგუფი სადაც მოხდება ამ ბავშვის სწავლება და შემდეგ ინტეგრირება სხვა ბავშვებთან.
სასწავლო სააღმზრდელო პროგრამის კორდინატორი: თამარ ლომიძე
სხვა მშობლებს, ხომ არ უჩდებათ იმასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა, რომ მის შვილის ჯგუფში არის სსმ მავშვები?
ჯერჯერობით არ გვქონია ასეთი შემთხვევა და სულ ვცდილობ რომ ასეთი პრობლემები დავარეგულიროთ.ქცევის მართვა ძალიან რთულია აღმზრდელებისთვის და მერე ჯგუფში ქცევის მართვა უფრო რთულია ვიდრე ინდივიდუალური.
სახელმწიფო რამდენად არეგულირებს,ნიშნავს კვალიუფიციურ სპეცმასწავლებლებს?
ბოლო 1 წელია რაც გააქტიურდა სახელმწიფო.მე 10 წელია რაც ამ სფეროში ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში სულ 4-5 ბაღი იყო სადაც ყავდათ სპეცმასწავლებელი.
ამპერიოდში როგორ ფიქრობთ გაიზარდა მათი რიცხვი?
არა ეგრე ვერ ვიტყვით.ეს პრობლემა სულ იყო.ადრე არ ხდებოიდა ამ ბავშვის დიაგნოსტიკა,იყო სტიგმა ამ თემასთან დაკავშირებით, მალავდენ.ახლა საბედნიეროდ ყველაფერი შეიცვალა.ინერგება ინკლუზიური განათლება.
ავტორები:ბექა დგებუაძე,სალომე კობიაშვილი





No comments:
Post a Comment