თბილისის მოსახლეობა დღითიდღე იზრდება.მათ რაოდენობას
კი უმეტესად რეგიონიდან ჩამოსული ხალხი შეადგენს.
ეს მიგრაცია სოფლიდან ქალაქისკენ შეუქცევად პროცესად იქცა.კონკრეტულად თუ რატომ ჩამოდინ ამდენი ხალხი თბილისში ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს.უმეტესობა იმ იმედით ჩამოდის, რომ მომავალში ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოს,იმუშაოს და მიიღოს განათლება.სწორედ განათლების მისაღებად ჩამოსულ სტუდენტების რაოდენობა დგას ნომერ პირველ ადგილას.აგვისტოს თვე კი ის თვეა, როდესაც თბილისში ბინების 90 % თითქმის უკვე გაქირავებულია ძირითადათ სტუდენტებზე.სამი წლის წინ სწორედ ეს ეტაპი გაიარა ახლა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ეკატერინე რუხაძემ,რომელიც ბორჯომიდან ჩამოვიდა სწავლის მისაღებად.
ეს მიგრაცია სოფლიდან ქალაქისკენ შეუქცევად პროცესად იქცა.კონკრეტულად თუ რატომ ჩამოდინ ამდენი ხალხი თბილისში ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს.უმეტესობა იმ იმედით ჩამოდის, რომ მომავალში ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოს,იმუშაოს და მიიღოს განათლება.სწორედ განათლების მისაღებად ჩამოსულ სტუდენტების რაოდენობა დგას ნომერ პირველ ადგილას.აგვისტოს თვე კი ის თვეა, როდესაც თბილისში ბინების 90 % თითქმის უკვე გაქირავებულია ძირითადათ სტუდენტებზე.სამი წლის წინ სწორედ ეს ეტაპი გაიარა ახლა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ეკატერინე რუხაძემ,რომელიც ბორჯომიდან ჩამოვიდა სწავლის მისაღებად.
„ეკატერინე რუხაძე:სამი
წელია რაც თბილისში ქირით ვცხოვრობ.თავიდან გამოცდების ქარცეცხლში ვიყავი, შემდეგ როცა
სტუდენტი გავხდი დადგა ჯერ ბინის მოძებნის, შემდეგ კი გადახდის პრობლემა.ამ ხნის განმავლობაში
სამჯერ შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი.ახლა ბინაში სამი გოგო ვართ ვიხდით 400 ლარს.ჩემთვის
ასე ვთქვათ კარგი პირობაა ჯამში 150 ლარის დადება მიწევს“
როცა შევეკითხეთ რთული არის თუ არა სხვებთან ერთად ცხოვრება
და უფიქრია თუ არა მარტო ცხოვრებაზე ის გვპასუხობს:
„კი რთულია ნამდვილად
თავიდან სანამ ერთმანეთს შევეგუებოდით, მაგრამ არა შეუძლებელი.სხვა რა გზაა ყველას
უნდა მარტო ცხოვრება, მათ შორის მეც.ამხელა თანხას მარტო ვერ გადავიხდი თან ამას კიდევ
სწავლის საფასური ემატება და ამ ეტაპზე წარმოუდგენელია მარტო რომ ვიცხოვრო.არის კიდევ
მეორე მხარეც.ფული რომც მქონდეს ოჯახი მაინც არ გამიშვებდა მარტო საცხოვრებლად.ხომ
იცით ტრადიციული შეხედულებები, გოგო ვარ,ბინაში მარტო როგორ ვიქნები არავინ არაფერი
დამიშაოს და ასე შემდეგ.
ეკატერინემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ 3 ჯერ გამოიცვალა
საცხოვრებელი.რა იყო ამის მიზეზი?
„ეკატერინე რუხაძე:მიზეზი
სხვადასხვა.ორჯერ გამქირავებელი არ მოგვეწონა.ძალიან გვავიწროებდა, აგრესიული იყო.ერთი
ადგილის გამო დავიწუნეთ, ტრანსპორტი ძნელად უდგებოდა.
ძალიან საინტერესოა თვითონ გამქირავებელის პოზიცია,თუ
რა კრიტერიუმებით აქირავებს ბინას.ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ქალბატონ ლ.შ
რომელმაც სახელის და გვარის დამალვა გვთხოვა.
„ლ.შ პირველ როგში უნდა
ვთქვა, რომ 15 წელია თუ მეტი არა რაც ბინას ვაქირავებ და ამხნის განმავლობაში ბევრი
რამ შეიცვალა.მოიმატა ფასებმა რაც მძიმეთ აისახება მქირეავებელზე.უჭირთ თანხის გადახდა,
მაგრამ ეს ჩემი დამატებითი შემოსავალია.რაც შეეხება ჩემს სახელის და გვარის დამალვას,
იმიტომ არ მინდა ჩემი ვინაობა რომ დაწეროთ, რომ სახელმწიფოსგან შემექმნება პრობლემა.მე
ჩუმად ვაქირევებ და საგადასახადოს არ ვიხდი.რაც შეეხება კრიტერიუმებეს სხვადასხვაა.მაგალითად
არ მიყვარს ბიჭების შეშვება ბინაში.ხშირად დამაღალატეს, მივიღე საჩივრები.გამქირავებელის
ინტერესში რა შედის ხომ რაც შეიძლება დითხანს დარჩნენ ბინაში და იხდიდნენ ფულს.ყველაზე
კარგი ამ შემნთხვევაში ოჯახის და სტუდენტი გოგონების შეშვებაა. მათთან ხანგრძლივი ურთიერთობა
მაქვს.ყოფილა შემთხვევა,რომ 5 წელიც კი უცხოვრია ჩემს ბინაში.“
ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც უთხოვიათ ბინაში ჩაწერა
დროებით სხვადასხვა მიზეზის გამო?
„ლ.შ კი,მიუხედავად იმისა
რომ ეს დამატებითი ხარჯია.იზრდება სულადობა, გადასახადი, მაგრამ ადამიანები ვართ და
დავხმარებივარ კიდეც“
ეს კიდევ ერთ_ერთი პრობლემაა და ტყუილად არ ვახსენე.თბილისის
მერია ყოველ წელს აფინანსებს წარჩინებულ მაგისტრებს, რომლებსაც უმაღლესი ქულები აქვს,მაგრამ
პრობა შემდეგია ან უნდა იყო თბილისელი ან სამი თვის განმავლობაში დროებით მაინც უნდა
იყოს თბილისში ჩაწერილი.სამწუხაროდ ამ პრობლემის წინაშე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაგისტრატური სტუდენტი სალომე ჯოლიაც აღმოჩდა, რომელიც თბილისში თითქმის 6 წელია რაც
ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად.
„სალომე ჯოლია:უკვე
6 წელია რაც თბილისში ვცხოვრობ, დავამთავრე ფილოლოგიური და ჩავაბარე მაგისტრატურაზე.რაც
შეეხება მერიის სტიპენდიას გული მწყდება, მაქვს შესაბამისი ქულები, მაგრამ ვერ მივიღებ
სტიპენდიას, რადგან ჩაწერილი ვარ სენაკში“
კითხვაზე; ხომ შეგეძლო დროებით ჩაწერილიყავი თბილისში?ის
გვპასუხობს:
„სალომე ჯოლია: ვერავის
დავადანაშაულებ.ჩემი ბრალია.პირადობას, რომ ვიღებდი მითხრეს სად ვცხოვრობდი.მივუთითე
სენაკი,როდესაც თბილისში ვცხოვრობდი. მე მეგონა ის მისამართი უნდა მეთქვა, სადაც ჩემები
იყვნენ ჩაწერილები.ამიტომ ჩემი ბრალია, მაგრამ ყველაფერი წინ არის“
სამწუხაროდ,როგორც სალომეს შემთხვევაში,ბევრი ნიჭიერი,
შრომისმოყვარე თბილისის სტუმარი არის მზგავს შემთხვევაში.ამ შემთხვევაში ზოგი თვითონ
ხდება მიზეზი ამ პრობლემის,ზოგი კი გამქირავებელის კეთილნებაზეა დამოკიდებული.
No comments:
Post a Comment