Wednesday, July 5, 2017

მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო სემინარით გამოეხმაურა

უკვე 24 წელიწადია, მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. წელს ამ ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაც გამოეხმაურა.
საგანგებოდ ორგანიზებულ სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარში, რომელიცპოსტსიმართლის ეპოქაშიჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ფუნქციურ ანალიზს მიეძღვნა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.


წამოწყების მხარდამჭერი მიმართულების პარტნიორი: ჟურნალისტიკის რესურსცენტრი იყო. სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი ერთი თემის ირგვლივ გაიშალა. წარმოდგენილი მოხსენებები  პოსტსიმართლის ეპოქაში“ პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა.

 სემინარზე სიტყვით გამოვიდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ დოლბაია, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებსა და დამსწრეებს, ასევე, მიესალმენ მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე და რესურსცენტრის დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჭანტურაია.




 თამარ დოლბაია-სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი




 "

"აქ იზრდებიან,აღიზარდნენ და კვლავაც აღიზრდებიან კვალიფიციური კადრები,რომლებიც აუცილებლად უნდა ემსახურონ ისეთ თეზებს, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის,ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეს არის: სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის ,დემოკრატიისთვის  ბრძოლა"

ნინი ჭალაგანიძე-სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი,პროფესორი

“მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ პროფესორები, არამედ სტუდენტები, მართალია დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებია, მაგრამ მათვის ეს იქნება უდიდესი გამოცდილება,აზრთა გაზიარებისა, ზრდისა, ისინი მიიღებენ აუცილებლად კომპეტენტურ რჩევებს. კოდევ მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენი სტუდენტები აშუქბებნ ამ ღონისძიებას.“


ნათია სვანიძე-დოქტორანტი,ჟურნალისტი

“ მე როგორც დოქტორანტი ვიყავი ერთ-ერთი მოხსენების და თემის თანაავტორი.ეს ეძღვნებოდა გლასნოსტური  ასე ვთქვათ ქეისების გამოძიებას,კვლევა ჩავატარეთ ჩვენ იმ პერიოდზე,როდესაც დაიწყო პერესტროიკა ეგრედ წოდებული და გლანსნოსტი.ნამდვილად საინტერესო იყო მუშაობა ამ თემაზე .საინტერესო იყო ყველა მომხსენებლის გამოსვლა ჩემთვის, როგორც დოქტორანტისთვის, ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ეს სემინარი.ბევრი სიახლე შევიტყვე ჩემი ლექტორებისაგან“

პროგრამის დასასრულს კი ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა. ამ ტიპის სამეცნიერო სემინარები პერმანეტულად ჩატარდება 


შეგახსენებთ რომ თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ანსაბლეის მიერ 1993 წელს დაწესდა და წელს 24-ედ აღინიშნა.  დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობის მნიშვნელობა „ვინდჰუკის“ დეკლარაციით გამყარდა და ეს მიღწევა  მედიის დემოკრატიისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად დღემდე რჩება. იხილეთ ვიდეო 
















No comments:

Post a Comment