Monday, November 6, 2017

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუდენტებისთვის

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა განსაკუთრებით მიმზიდველია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მაღალი შეფასება უნივერსიტეტებში და თავისი კვალიფიკაციის ამაღლება პროგრამების მიხედვით შეუძლიათ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, კერძოდ კი სამინისტროებში
.ამ პროგრამაში 33 უნივერსიტეტია ჩართული.რადოს ჩაეყარა ამ პროგრამას საფუძველი და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს პროცესი ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე თსუ-ის სტუდენტთა კარიერური განვითარების ცენტრის სპეციალისტს ელზა კუპრაშვილს.
თსუ-ის სტუდენტთა კარიერური განვითარების ცენტრის სპეციალისტი ელზა კუპრაშვილი:“სტუდენტთა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 2014 წლიდან და ტარდება წელიწადში ორჯერ,ამას ეძახიან გაზაფხულის და შემოდგომის ნაკადს და ამ პროგრამას უშუალოდ ბიუროს საჯარო სამსახური აწესრიგებს“
როგორ ხდება პროცედურულად და უნივერსიტეტები როგორ არიან ჩართულნი ამ პროექტში?
უნივერსიტეტში ყოველ ნაკადის დაწყების წინ იღებს ოფიციალურ წერის საჯარო სამსახურის ბიუროდან,ამ წერილში მოცემულია დადგენილების მიხედვით,რა მოთხოვნები არის სტუდენტმა ან კურსდამთავრებულმა მონაწილეობა მიიღოს სტაჟირების პროგრამაში“
რას ითვალისწინებს ეს მოთხოვნები?
„დადგენილების მიხედვით ეს არის, რომ აკადემიური მოსწრება იმ უნივერსიტეტში სადაც ჯიპიაის შეფასების სისტემა უნდა იყოს 3.0 თუმცა რადგან თსუ-ის ჯიპია დაბლაა ხოლმე და ჩვენი სტუდენტები რაღაც დაჩაგრულად გამოდიოდნენ და ამიტომ ის საშუალო არითმეტიკული რაც სხვა უნივერსიტეტების დაშვებული იყო 81-90 ჩათვლით ჩვენი სტუდენტებისთვისაც ვრცელდება.ბაკალავრს უნდა ქონდეს  დამთავრებული მინიმუმ 6 სემესტრი და მაგისტრანტებს და დოქტორანტებს ეს შეზღუდვა არ აქვთ.თავისდავად ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კურსდამთავრებულებმაც, ოღონდ დამთავრებიდან 2 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.მერე ოფიციალურად გვიგზავნიან თანხმობის ფურცელს, რომელსაც სტუდენტი ავსებს, ხელს აწერს, სხელი, გვარი, პირადი ნომერი, აკადემიური მოსწრება, რეგიონი სად ცხოვრობს.“
ადგილდმებაროებით ხდება თუ სად გაივლის სტუდენტი სტაჟირებას თბილისში თუ სხვა რეგიონში?
„მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის რომ აქტიურ სტუდენტებს, სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვს უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის მიხედვით, ანუ ჩვენ სტუდენტებს თბილისში.ხოლო კურსდამთავრებულებს ჩაწერილი ადგილის მიხედვით ანუ ოფიციალურად სადაც არიან რეგისტრირებულნი.“
როგორ იგებენ ამ იმფორმაციას სტუდენტები?
„ჩვენ ვავრცელებთ ამაზე ინფორმაციას ფბ გვერდის საშუალებით, ფაკულტეტების საშუალებით მოკლედ რაც კი არსებობს  თსუ-ში.სტუდენტები ან კურსდამთავრებულები მოდიან მოდიან ჩვენთან ავსებენ ამ თანხმობის ფურცელს.შემდეგ ჩვენ ამ მონაცემებს ვაგზავნით ეროვნული სამსახურის საჯარო ბიუროში, შემდეგ არის პროცედურები, რომელიც უშუალოდ სტუდენტზეა დამოკიდებული თვითონ ირჩევს დამსაქმებელს სტაჟირების საიტიდან“
რამდენად ექცევა შემდეგ სტაჟირების პერიოდში სტუდენტს ყურადღება,უნივერსიტეტი თუ აკონტროლებს ამას?
„როცა ირჩევს უკვე სტუდენტი უკვე ვაკანსიას, რეგისტრაციას გადის თვითონ აფსოლუტურად დამოუკიდებლად მიმდინარეობს შემდეგ პროცესი, თვითონ ცხადდება დამსაქმებელთან.დამსაქმებელს შემდეგ შიდა თავისი რეგულაციებიაქვს, სტაჟირებასთან მიმართებაში.ამაში ჩვენ აბსოლუტურად აღარ ვერევით, ვერც ჩავერევით ჩვენ უბრალოდ ბაზას ვადგენთ დანარჩენი უშუალოდ საჯარო სამსახურის ბიუროს პრეროგატივაა“
სტუდენტები რამდენად კმაყოფილები არიან?
„სტუდენტთა კმაყოფილებას რაც შეეხება, ჩვენთან მოდიან, რომ ვეკითხებით ძირითადად კმაყოფილები არიან თუმცა არის შემთხვევები, რომ უკმაყოფილო სტუდენტებიც არის.“
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით გავესაუბრე საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელს დროებითი მონიტორინგის სპეციალისტს მარიამ ქერქაძეს.
რამდენად ეფექტურია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა?
მარი ქერქაძე „სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა. მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით, საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად.პროგრამაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა ნაკადიდან ნაკადამდე სტაბილური და მზარდია“
რამდენად ითვალისწინებს სტუდენტური სტაჟირება უშუალოდ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებას?
„სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, რაც სტაჟირება გავლილ პირს გახდის კონკურენტუნარიანს საჯარო სამსახურში დასაქმების დროს. შესაბამისად, სტაჟირება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებას არ ითვალისწინებს“
საჯარო დაწესებულება რა პრინციპით აცხადებს მიმართულებებზე სტაჟირებას?
„სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ორგანიზაციები წინასწარ აწვდიან ინფორმაციას საჯარო სამსახურის ბიუროს მათ უწყებაში არსებული საჭიროების მიხედვით, სტაჟიორთა რაოდენობის, მიმართულების, დარგი/სპეციალობის და სავალდებულო უცხო ენების ცოდნის შესახებ.“
უწევთ თუ არა უშუალო კოორდინაციას სახელმწიფო სამსახურსა და სტუდენტს შორის ურთიერთობას?
„საჯარო სამსახურის ბიურო პასუხისმგებელია პროგრამის მიმდინარეობაზე და პროგრამაში ჩართული მხარეების კოორდინაციაზე: ბიურო უზრუნველყოფს თითოეული ნაკადისათვის  საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ინფორმირებას სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აცნობებს სტაჟირების მიდინარე ნაკადისთვის განსაზღვრული პროცედურების ვადებს და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით თხოვს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების დადგენილ ვადებში.  პროგრამის ვებ–გვერდზე (stajireba.gov.ge) ბიუროს მიერ ხდება საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული სტაჟირების ვაკანსიების განთავსება, საიდანაც სტაჟიორობის კანდიდატი პროგრამულად ირჩევს მისი განათლების მიმართულებით გამოცხადებული ვაკანსიებიდან მხოლოდ ერთ ვაკანსიას.“
რამდენად კონტროლდება სახელმწიფო სამსახურში სტუდენტების ფუნქციონირება( ვგულისხმობ, რამდენად პირნათლად ასრულებენ საჯარო  დაწესებულებები თავიანთ მოვალეობებს?)
„ორგანიზაცია თავად არის პასუხისმგებელი დადგენილებით ნაკისრი  უფლება - მოვალეობების შესრულებაზე. საჯარო დაწესებულებების მხრიდან სტაჟირების შედეგებს ასახვა ხორციელდება ბიუროს მიერ ადმინისტრირებული სტაჟირების ვებ-გვერდის საშუალებით.“
რა დაინტერესება აქვს სახელმწიფო სამსახურებს, რომ წელიწადში ორჯერ გამოაცხადოს სტაჟირება? (ეს სახელმწიფო სტრუქტურების  ვალდებულებაა თუ ამასთან დაკავშირებით თანხას უხდის სახელმწიფო?)
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება სავალდებულო ხასიათს ატარებს, სტაჟირების ყოველი ნაკადისთვის საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-სა.“
სწორედ ამ პროგრამით იყო სტაჟიორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნათია ბუთხუზი.
რომელ უწყებაში გაიარე სტაჟირება და რამდენად კმაყოფილი ხარ?
ნათია ბუთხუზი „სახელმწიფო სტაჟირების პროგრამით გავიარე სტაჟირება 3 თვიანი, ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პლიტიკის და ანალიტიკის დეპარტამენტში. სტაჟირება არ იყო ანაზღაურებადი. თუმცა მე ვთვლი, რომ მივიღე კარგი გამოცდილება.დამხვდა საკმაოდ კარგი გარემო, ჯგუფი, რომლებიც მომართულნი იყვნენ იმისთვის, რომ ახალმისულ სტაჟიორისთვის გაეცნოთ თავიანთი გამოცდილება, ესწავლებინა რაიმე.მე ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, დრო გაიარონ ეს სტაჟირება აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შანსი“
ნათიასგან განსხვავებით არ გაუმართლა ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ქეთევან კაპანაძეს, რომელმაც თავის არჩევანი კულტურის სამინისტროზე შეაჩერა.
ქეთევან კაპანაძე:“ მე ვიყავი კულტურის სამინისტროში.არ გამივლია არანაირი გამოცდა, ის ქულები რაც უნივერსიტეტმა გადასცა საკმარისი აღმოჩდა მისაღებად.ჩვეულებრივად მივედი დავწერე განცხადება მიმიღეს და გამანაწილეს პიარის განყოფილებაში.თუმცა აღმოჩნდა რომ იქ ჩემთვის საქმე არ იყო.მიუხედავად ძალიან კარგი თანამშრომლები და ხელმძღვანელები მყავდა ელემენტარული არ ქონდა არაფერი რომ ჩემთვის დაევალებინათ.თვითონ ძალიან ხანგრძლივ პროექტებზე მუშაობდნენ და იმდენად იყვნენ დაკავებულნი თავიანთი საქმით, რომ ვერ პოულობდენ დროს.ერთხელ თუ ორჯერ იყო შემთხვევა, რომ ელემენტარულად დარეკვა და ცხრილის აგება მთხოვა ეს იყო რაც თითქმის ორითვე მე იქ გავაკეთე“
აიღე სერთიპიკატი?
„სერთიფიკატი ავიღე კი ბატონო, გამოვიყენებ იმ შემთხვევაში თუ სადმე დამჭირდება სივში ერთადერთი, თუმცა განათლება, ეს არის ფორმალური საბუთი, რეალურად განათლება მე პიარში მუშაობის თვალსაზრისით არანაირი არ მიმიღია“
თავიდან დადებითად იყო განწყობილი ამ პროგრამის მიმართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ჯოლიაც,რომელმაც სტაჟირება ეკონომიკის სამინისტროში გაიარა პიარის დეპარტამენტში, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩდა.
სალომე ჯოლია:“ გარკვეული ვადები გვქონდა კონკრეტულ ვადამდე უნდა დავრეგისტრირებულიყავით ჩვენ და დარეგისტრირებიდან 10 დღის ვადაში უნდა დაგვკავსირებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და გაგვეფორმებინა ხელშეკრულება.თუმცა ასე არ აღმოჩდა დაახლოებით თვეზე მეტი გასტანა ლოდინმა.ველოდებოდი და უკვე იმედი გადამეწურა რომ არ მირეკავდენ.რამდენჯერმე დავურეკე, ჯერ მეუბნევოდნენ, რომ ვიღაც იყო შვებულებაში წასული, მერე მითხრეს რომ აუცილებლად დამირეკავდენ და ბოლოს როგორც იქნა დამირეკეს, აღარ ველოდი.თავიდან გამიფორმეს ერთვიანი ხელშეკრულება, შემდეგ მითხრეს გავაგრძელებდით თუ არა 1 თვიანი აუცილებლად იქნებოდა.გამომიყვეს ჩემი ადგილი, კომპიუტერი უნდა მემუშავა,სამწუხაროდ მოხვდა ისე, რომ ბოლოკვირამდე არ ჩამიტვირთეს ის პროგრამა, რომლითაც უნდა მემუშავა.შესაბამისან 2 -3 კვირა მომიწია ესე უაზროდ სიარული.“
არ გაგიმართლდა მოლოდინი
„რაც შეეხება მოლოდინს, მოველოდი ძალიან ბევრს, რადგან არ არის პატარა ორგანიზაცია და რაღაც ისეთი ორგანიზაცია, რომ უყურადღებოთ დავეტოვებინე, მაგრამ საერთოდ ყურადღებას არავინ მაქცევდა’

ეს პროგრამა ძალიან საინტერესოა თავისი კონცეფციით, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩდა.საჯარო სამსახურის ბიურო უნივერსიტეტებთან ერთად კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ამ სტუდენტების სტაჟირების პროცესი აკონტროლოს თუ რამდენად ეფექტურად და ნაყოფიერად გადიან სტაჟირებას.სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება დამოკიდებულია მხოლოდ იმ კონკრეტული სამინისტროსა თუ უწყების კეთილ ნებაზე თუ რამდენად მიაქცევს სტაჟიორებს ყურადღებას და ჩართავს სწავლების აქტიურ პროცესში.

No comments:

Post a Comment