Sunday, May 7, 2017

რა მოხდა ბათუმში (ქრონოლოგია)

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საზოგადოებაში ერთ_ერთი განსჯის საგანი ბათუმში მომხდარი მოვლენები გახდა , რომელმაც აალაპარაკა პრესა და მასმედია.
გავიხსენოთ ზოგადად თავიდან , პროტესტი დღის 5 საათზე დაიწყო და იყო მშვიდობიანი მსვლელობა. აქციაზე 2000-3000 ადამიანი იმყოფებოდა.სიტუაცია ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტმა გაამძაფრა , როდესაც არასწორი პარკირების გამო ორი ადამიანი დააჯარიმეს.ეს სამართლებრივად ჩვეული ამბავი იყო,თუმცა მოგვიანებით გაირკვა,რომ ბათუმის მოსახლეობა სამმართველოსგან მუდამ განიცდიდა დისკრიმინაციას და 10 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 50 ლარიან ჯარიმებს უწერდნენ.სწორედ აქედან დაიწყო ტალღის აგორება.გაჩდა „თათრების“ტერმინის , როგორც შეურაცმყოფელის გამოყენება და ეთნიკური იერი მიეცა ყველაფერს.ბათუმში მიმდინარე აქცია 13 საათი მიმდინარეობდა.საინტერესოა მისი ქრონოლოგია."ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებმა ორ მძღოლს უკანონო პარკირებისთვის ჯარიმა გამოუწერეს. რასაც პირების მხრიდან პროტესტი გამოიწვია და ბათუმში აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობდა ბათუმის პლაზას მიმდებარე ტერიტორიასთან აქცია,ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა და მალევე პარალელური აქცია ბათუმის პოლიციის დეპარტამენტთანაც დაიწყო.ამ დროისთვის აქციის მონაწილეები განცადებებს აკეთებენ „როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს უწერდა. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ ორი მოქალაქის დაკავებასაც აპროტესტებენ. ბათუმის პოლიციამ მოგვიანებით კიდევ 4 პირი დააკავა ,რამაც უფრო გაამწვავა სიტუაცია და არეულობა გამოიწვია.ამ დროისთვის უკვე ბათუმში საპროტესტო აქცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს.
დაახლოებით სამასამდე ადამიანი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს სამმართველოს შენობაში შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი. ადგილზე დაკავებულების ახლობლებიც იმყოფებიან. ამასთან, აქცია გრძელდება ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.ამ დროისთვის ჯერ არცერთი განცხადება არ გაკეთებულა უწყებებისგან.სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქთამაძემ ბათუმში დაკავებულები მოინახულა,და აღნიშნა , რომ დაკავებისას ძალის გადამეტება არ მომხდარა. ქათამიძის განცხადებით, არც ერთ დაკავებულს ცემის კვალი გარეგნული დათვალიერებით არ აღენიშნება. მასთან, მათივე განმარტებით, მათ მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამები პოლიციას არ გამოუყენებია.მოგვიანებით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმაურება აღნიშნულ ფაქტს  „იმედია, პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას“
  აქციაზე ღამის პირველ საათზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს,რასაც რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია,მიუხედავად ყველაფრისა აქცია უკვე უმართავი ხდება,ამ დროისთვის 01:49 საათზე შს მინისტრი ბათუმში მიემგზავრება.მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შექმნილ ვითარებაში. მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რათა გამეთავისუფლებინა ეს პირები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული დევნა არ შეწყვეტილა. ისინი წარდგებიან სასამართლოს წინაშე“,ამ დროისთვის ვრცელდება დაშავებულების რაოდენობის შესახებ 21 დაშავებული ადამიანი ბათუმის კლინიკებშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმის კლინიკებში 21 პაციენტია შეყვანილი. როგორც მან საზოგადოებრივს განუცხადა, მათ შორის, 11 პოლიციელია.პაციენტები ბათუმის ორ კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადანაწილებულნი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11, ხოლო რეფერალურ კლინიკაში 10 პაციენტია შეყვანილი.ყველაზე მძიმედ ერთი პაციენტის - დეპუტატისქართული ოცნებიდან“, ირაკლი ჭეიშვილის მდგომარეობაა, რომელსაც სახის ტრავმა აქვს. კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადაწყდება, დასჭირდება თუ არა ოპერაციული ჩარევა.
   ბათუმში ვითარება ძალიან მწვავდება.აქციის წარმომადგენლები უკვე ვადალისტურ ქმედებებზე გადავიდნენ და სამი ავტომობილი დაწვეს,აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებს აზიანებენ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და მოუწოდა ხელისუფლებას ‘მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიცვას თითოეული მოქალაქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას, პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს“ბათუმის საპროტესტო აქციას მოგვიანებით პოლიტიკური შეფასება მისცა ქართული ოცნების დეპუტატმა დავით  ბაციკაძემ „ამ დროისთვის ბათუმში ვითარება განმუხტულია.ქალაქში პროტესტის პატარა კერებია დარჩენილი, უმეტესად აქციის მონაწილეები დაშლილები არიან და სულ 4-5 ჯგუფია დარჩენილი.დაკავებულები გათავისუფლებულები არიან, მაგრამ ზოგიერთ მომიტინგეს საერთოდ არ აინტერესებს. კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები, ნაციონალური მოძრაობის აქტიურობდნენ.პოლიციამ მხოლოდ მაშინ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რაც მათ ქონდათ მცდელობა, შეჭრილიყვნენ პოლიციის შენობაში. აქციის მონაწილეებს ვეუბნებოდი, რომ გაათავისუფლეს დაკავებულები, მაგრა პატარა მასა ეგზალტირებულია, კარგად ორგანიზებული და მართული და აგრძელებენ პროტესტს“აღნიშნულ განცხადებას უპასუხა ნიკა მელიამ ‘"ნიღბებით რომ დადიან ახალგაზრდები, ეს არის არანორმალური. ვინ უნდა გაბედოს და თქვას რომ ამის უკან "ნაცმოძრაობა" დგას. რა პასუხი აქვთ რეალურად სხვა. მე რომ ვიყო ბათუმში, ბუნებრივია, იქ ვიდგებოდი, რომ ეს არ მომხდარიყო. უწყინარი შელაპარაკებიდან, რომელიც მოხდა პატრულის თანამშორმელსა და რიგით მოქალაქეს შორის, ეს ამბავი დაიწყო. უბრალოდ უნდა გამოსულიყო მაღალი თანამდებობის, პასუხისმგებელი პირი და ვითარება დაეშოშმინებინა"
ბათუმში ვითარება ჯერ კიდევ არ არის ჩაწყნარებული.03:54 საათზე კახი კალამძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:“„მთავარია, ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს, არც საქართველოს, არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან, არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა, არ უნდა აკადროთ საკუთარ თავსა და ღირსებას.“ამ დროისთვის სხვავასხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და პრემიერ მინისტრს მოუწოდებს გააქტიურებას.პრემიერ მინისტრი კი განცხადებას მოგვიანებით 04:48 საათზე ავრცელებს ‘„პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ჩავიდა ბათუმში. ასევე, ზურაბ პატარიძის მომართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკვლის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან შესაძლო გართულებები “პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ ცოტახანში 05:44 საათზე ბათუმში ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სპეცრაზმი რამდენიმე მხრიდან უახლოვდება დემონსტრანტებს.სპეცრაზმელები აჭარის შს სამმართველოს სიახლოვეს იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ძირითადად მიმდებარე ქუჩებზე არიან გადანაცვლებულნი.ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელით ფეისბუქით გამოეხმაურა ბათუმის ამბებს და მწუხარება გამოთქვა:“„არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან! ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა“, აქცია უკვე დაშლილია,პოლიციას ათობით დაკავებული მიჰყავს.ამ დროისთვის საავადმყოფოში სულ 33 დაშავებული ადამიანი შეიყვანეს,მათგან 15 სამართდამცველნი.ბათუმს უკვე დილისთვის ასუფთავებენ.მიმდებარე ტერიტორია თითქმის სრულიად განადგურებულია,დაზიანებულია ქვაფენილები სრულიად ინფრასტრუქტურა.შს მინისტრის თქმით, აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს - დაკავებულია 40 პირი „წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად, მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. დაკავებული გვყავს ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას. მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა“, - განაცხადა შს მინისტრმა.მნიშვნელოვანი განცხადებები კეთდებოდა ბათუმის საპროტესტო აქციის ორგანიზატორის მერაბ ღოღობერიძეს მიმართ.მერაბ ღოღობერიძეს თქმით ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი. ‘ერთი საათის მერე მივედი აქციაზე. ჩანაწერები ნახონ თუნდაც, არსებობს ყველა მტკიცებულება, რომ მოქალაქეები ტყუილუბრალოდ დააკავეს. მე უბრალოდ რამდენიმე დღით ადრე ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია იქნებოდა. ის, რაც ხდებოდა, პიკი იყო, თუ ვინმე მართავდა სიტუაციას, ხელისუფლებამ კეთილი ინებოს, გამოვიდეს და თქვას - მერაბ ღოღობერიძე იყო, "ნაციონალები", "ლეიბორისტები" თუ სხვა ძალები - მათ უნდა ამტკიცონ და არა მე. თუ რაიმე სახის მტკიცებულებები აქვთ, წარადგინონ"ჩემი კოლეგები იყვნენ აქციაზე, მეც ვიმყოფებოდი და ვაკვირდებოდი სიტუაციას, რომ არ გადაზრდილიყო ესკალაციაში. მე მოვითხოვე, რომ გათავისუფლებულიყვნენ უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანები. მოვითხოვე, რომ ვინმე ხელისუფლებიდან გამოსულიყო და გაეკეთებინა განცხადება, რომ ესკალაციამდე არ მისულიყო საქმე, მაგრამ ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ჯერ უნდა დაშლილიყო აქცია და მერე გაათავისიფლებდნენ. მე ვერ მივიდოდი და საზოგადოებას ამას ვერ ვეტყოდი, იმდენად აღშფოთებულნი იყვნენ. გუშინ ვიღაცა ხელს უწყობდა იმას, რომ ვიღაცას დაბრალებოდა ეს საქმე და ეს ვიღაცა მე აღმოვჩნდი. გუშინდელის მერე იწერება, რომ მერაბ ღოღობერიძე იყო ორგანიზატორი.აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ევრონიუსი,რომელიც წერს:’ ბათუმში შიარაღებულმა მანიფესტაციებმა იფეთქა. ბათუმი საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი ქალაქია და ქვეყნის ძირითადი ტურისტული დესტინაცია.ბათუმის მცხოვრებთა მანიფესტაცია სპონტანურად აღმოცენდა. ისინი აპროტესტებდნენ იმ ადამიანების დაკავებას, რომლებიც არასწორი საავტომობილო მანევრების გამო ჯარიმისგადახდაზე უარს აცხადებდნენ.ზოგიერთი მანქანა გადააბრუნეს, ზოგი კი საერთოდ დაწვეს.პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ მანიფესტანტების დასაშლელად, რომლებიც მათ ქვებს ესროდნენ. თერთმეტმა პოლიციელმა და ათმა მოქალაქემ ჰოსპიტალიზაცია გაიარა ჭრილობების და გაზით ინტოქსიკაციის გამო.სიტუაციის დარეგულირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება, გაეთავისუფლებინათ დაკავებული პირები.ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა სიტუაცია განმუხტა.


No comments:

Post a Comment