ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,
მნიშვნელოვნად მივიჩნიე, რომ ქართულ ტელევიზიებზე დამეწერა.საქართველოში ყველა ტელევიზია
მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს, რომ არ არიან მიკერძოებულები, აშუქებენ დამოუკიდებელ და
დაბალანსებულ ინფორმაციას და მედია დამოუკიდებელია.
რამდენად რეალურია ყოველივე ეს? ბოლოს ქართულ მედიაბაზარზე მომხდარი მოვლენები და ფაქტები სულ სხვა რამეს ამტკიცებს.საზოგადოებრივი მაუწყებლობის გახსენებაზე უმეტესობას მისი დირექტორის არჩევნები ახსენდება, რომელმაც საზოგადოებაში განხილვის მთავარ თემად იქცა.ეს გასაკვირი არც იყო, რადგან პირველი არხის დირექტორი ყოფილი პოლიტიკოსია და ამ ფაქტმა მეც ძალიან გამაოგნა.თუ მოვიშველიებთ კანონმდებლობას და კერძოდ კი „საზოგადოებრივი მაუწყებლობლის“ქცევის კოდექს პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს დაინტერესება ფინანსურად, არის პოლიტიკოსი და სხვა.შეიძლება ვინმე მომედავოს, რომ უკვე პირველი არხის დირექტორი ყოფილი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ რეალურად მივიღეთ დირექტორი, რომელიც თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალასთან ქონდა ურთიერთობა და აქვს მრავალფეროვანი ბეგრაუნდი.ამ ფაქტმა კიდევ უფრო დამიკარგა ნდობა პირველ არხთან.ეს იყო პირდაპირ ხალხის მოტყუება.ამ ყველაფერს, რომ დავანებოთ თავი და გადავხედოთ პროგრამებს,რომელიც არა მარტო ახლა,არამედ ეს პრობლემა სულ დგას საზოგადოებრივი მაუწყებლობასთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფუნქციას.ეს, რომ კერძო ტელევიზია იყოს, რომელიც დაინტერესებულია კომერციით და არც არის გასაკვირი, ვერ მოვედავებით,მაგრამ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარ და მის შინაარსობრივ რეგულაციებში პირდაპირ წერია, რომ სავალდებულოა მაგალითად ეთნიკური უმცირესობის გათვალისწინება, შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებების გათვალისწინება და სხვა, რომელსაც სამწუხაროდ არ იცავს პირველი არხი.ვინმეს შეიძლება გაუჩდეს კითხვა, რომ არ ყოფნით ბიუჯეტი, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები.რეალურად მათი ბიუჯეტი არის ყველაზე დიდი ნებისმიერი სხვა ტელევიზიებთან შედარებით,რომელიც რამდენიმე ტელევიზიის ერთად აღებულს უტოლდება მისი შემოსავალი.ამიტომ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ არასაკმარისი შემოსავალი აქვთ.შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაფინანსება არაეფექტურად იხარჯება და არის მმართველობითი პრობლემა.სამწუხარო კიდევ ის არის, რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი ჯიბიდან ვიხდით და ჩვენ ვაფინანსებთ, ჩვენით არსებობს და ფინანსდება, რომელიც არც გადაცემის ფორმატში, ხარისხში და არც რეიტინგში არ აისახება.მაგრამ აქ არ მგონია, რომ ერთი მხარე იყოს მარტო დამნაშავე.აქ მეორე პრობლემაც არის, რომელიც ჩვენგან დამფინანსებლებისგან მოდის,რადგან თუ საზოგადოება არ მიეჩვია,რომ მე ამაში ფულს ვიხდი და ხანდახან უნდა შევავლო თვალი თუ რა ხდება და მერე მოთხოვნა გავაკეთო იმაზე რომ უკეთესი პროდუქტი მივიღო რეიტინგიც ამას უკავშირდება.ადამიანებს აქვთ არც თუ სახარბიელო ჩვევა საზოგადოებრივი მაუწყებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ჯერ კიდე ვერ გამოვიდა იმგვარი აღქმისაგან,რომ საზოგადოებრივი არის დამოუკიდებელი და არა სახელმწიფო არხი.თუ ამას გადავლახავთ და საზოგადოება მიხვდება რომ მე უნდა ვუყურო საზოგადოებრივს და ის უნდა იყოს დამოუკიდებელი არხი ეს გააჩენს მოთხოვნას და მოთხოვნა იწვევს შედეგს.ამიტომ ნაწილობრივ ეს პრობლემა განპირობებულია საზოგადოების მხრიდანაც.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დამოუკიდებელ ტელევიზიების
საკითხს, აქ არ შეიძლება, რომ არ ავღნიშნოთ „იმედი“ „მაესტრო“ და „ჯი-დი-ეს“_ის ერთ
ჰოლდინგში გაერთიანება.ამის შესახებ პირველად გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა მედიის წარმომადგენლებთან
განცხადება და მათი გაერთიანების მთავარ მიზეზად არასაკმარისი სახსრები დაასახელა.მიმაჩნია,
რომ ეს ქმედება არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ არ უნდა იყოს ტელევიზია.ფაქტიურად
ჩვენ მივიღეთ სამი მონოპოლიზირებული ტელევიზია, რომელსაც აქვთ ერთიანი სარედაქციო პოლიტიკა
განხვავებული სახელწოდებებით.ეს ყოვლად დაუშვებელია და პირდაპირ არის მოყვანილი საქართველოს
კანონში „მაუწყებლობის ქცევის კოდექსში“.აქედან გამომდინარე, რაც არუნდა ვიძახოთ რომ
დამოუკიდებელი ტელევიზიები გვაქვს და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ერთ_ერთ მაღალ მწვერვალზეა
არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული ტელევიზიები, რომელიც ბოლო დროს მთავარ ფუნქციას :“მედია უნდა მოქმედებდეს ხელისუფლების დამოუკიდებელი
მაკონტროლებელი“აზრს კარგავს.
No comments:
Post a Comment