სერიალები არა მარტო საქართველოში,
არამედ მსოფლიოშიც ერთ_ერთი ყველაზე მოთხოვნადი მედია პროდუქტია.ყველას აინტერესებს
მრავალსერიან საპნის ოპერის დასასრული, რომელიც შეიძლება წლებიც კი გაგრძელდეს.
ყველას კარგად გვახსოვს საქართველოში ესპანური ტელენოველების
ბუმი, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა და უმეტესობისთვის ამ სერიალის ყურება
წარმოადგენდა განტვირთვის საშუალებას.მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, სოფელში
ყოფნის დროს მეზობლების მიჯაჭვულობა სერიალზე.უშუქობის გამო ჩვენთან ხშირად იკრიბებოდნენ.ეგრედ
წოდებული აკუმულატორზე შეერთებული ტელევიზორი, საყვარელი სერიალი და ერთი საათით გასუსული
აუდიტორია დიდიან დაწყებული პატარით დამთავრებული.იმ სერიალის ყურების დროს რომ სიჩუმე იყო სანატრელი ქონდა სოფლის გამგებელს.მხოლოდ
რეკლამიდან რეკლამამდე შეიძლებოდა დალაპარაკება, წყლის დალევა, სიცილი და სხვა.ყოველივე
ამან ჩამაფიქრა და მართლაც ნათლად ჩანს, თუ როგორ დამოკიდებული იყო აუდიტორია სერიალებზე.ამის
ერთ მიზეზად შეიძლება ისიც დავასახელოდ, რომ მაშინ არ იყო ასე განვითარებული ახალი
ტექნოლგიები და კომპიუტერები და გადიოდა ერთი ან 2 სერიალი.
დრო გავიდა, სერიალები კი ერთმანეთს ენაცვლება,ესპანურ
სერიალებთან ერთად გამოჩდა ბრაზილიური საპნის ოპერები, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად
არ განსხვავდებოდა.დღეს კი ტელევიზიების სამაუწყებლო ბადე სერიუალების მრავალფეროვნებით
გამოირჩევა და გამოჩდა თურქული და ინდური სერიალები.რაც შეეხება პირველი თურქული სერიალი
„სიყვარული და სასჯელი“რომლმაც მალევე დაიპყო ქართველი მაყურებელის გული და დაიწყო
თურქული სერიალებით ჩანაცვლება ესპანურის.თურქული სერიალი იქცა მთავარი არხებისთვის.
მოგვიანებით კი გამოჩდა ინდური სერიალიები, რომლმაც სამწუხაროდ მალევე მოიკიდა ფეხი.
პირველი ინდური სერიალი გავიდა კომედი არხზე სათაურით
„ინდოეთის სურნელი“ რეკლამა რუსთავი 2_მა გაუკეთა და მიეძღვნა სხვა შუადღის მთელი გადაცემა.ყველაფერი
ინდურ სტილში იყო გადაწყვეტილი, დეკორაციები, ჩაცმულობა, ცეკვები და მთავარი სლოგანი
თუ რა მაგარია ინდური სერიალი და რომ, ეს სერიალი იქნება ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში
და ეს სამწუხაროდ ასეც აღმოჩდა.კიდევ ერთი გადადგმული დაბიჯი იყო ხალხის დეგრადირებისათვის
და ამას პროპაგანდა იყო ეს გადაცემაც.
თურქულ
და ინდურს თუ შევადარებთ ერთმანეთს მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა , როგორც ხარისსხსა
ასევე მის შესაძენ ფასს შორის.თურქული უფრო თანამდეროვეა და შესაბამება ასე თუ ისე
დღევანდელობას,მაგრამ ინდური სერიალი არის სრული ჩამორჩენილობა, ნაჩვენებიადრო მოჭმული
ტრადიციები,თავგანწირვები და იაფფასიანი ტრიუკები, რომელიც არაფერს არ აძლევს.
კარგად მესმის, რომ დიასახლისებს სჭირდებათ განტვირთვის
საშუალება და სერიალს ვერ გავაქრობთ, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია გაკონტროლდეს მისი
ხარისხი და არ უნდა იყოს ისეთი მდარე, როგორც ინდური სერიალი.
No comments:
Post a Comment