ევროპის მოედანზე,21 საათზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართა.გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღო როგორც სოლო შემსრულებლებმი, ასევე ბენდებმა, ოპერის ქალთა გუნდმა. ორკესტრს ხელმძღვანელობდა დავით მაზანაშვილი. კონცერტი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბოლოს საზეიმოდ ფეიერვერკით დასრულდა
.იხილეთ ვიდეო
.იხილეთ ვიდეო
გიორგი გამყრელიძე :"ძალიან გახარებული ვარ, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს"
თამარ თამარაშვილი (ტურიზმის სპეციალისტი) :"ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის პროფესორ მასწავლებელებისათვის, ახალგაზრდებისთვის. ეს შანს გვაძლევს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას, ვეზიაროთ კულტურას, მივიღოთ განათლება და ისევ ჩვენს ქვეყანას გამოვადგეთ. მთავარია არ დაგვავიწყდეს ის ვალდებულები რომელიც გვაქვს, რადგან როგორც მივიღეთ შესაძლებელია ისევ დავკარგოთ. ვულოცავ სრულიან საქართველოს და ჩვენს ემიგრანტებს"






No comments:
Post a Comment