Friday, March 24, 2017

მულტიმედია ჟურნალისტიკის მნიშვნელობა

მულტიმედია ჟურნალისტიკა, როგორც საგანი და დისციპლინა ერთ_ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგანია განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის.მნიშვნელოვანია განვმარტოთ ტერმინი მულტიმედია, რომელშიც გაერთიანებულია როგორც ტექსტი,
გამოსახულება, ხმა ანუ წარმოდგენილია კომბინირებულად, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს საზოგადოებას. 21 საუკუნეში განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისათვის, არამედ ის თუ როგორ ვაწვდით მას , რა საშუალებებით.მულტიმედიურობაში შეიძლება მოვიაზროთ ინტერაქტიულობა, ანუ აუდიტორიის ჩართულობა, რის საშუალებითაც შეიძლება შევამოწმოთ თუ რამდენად კარგად მუშაობს ჩვენს მიერ შექმნილი მედია პროდუქტი. მულტიმედია ჟურნალისტიკის შესწავლა დაეხმარება მომავალ ჟურნალისტებს თუ არა ჟურნალისტებს შექმნან ისეთი მედია პროდუქტი, რომ იყვნენ მედია ბაზარზე კონკურენტულები, მოთხოვნადი და ისწავლონ როგორ იმუშავონ ვებგვერდის აუდიტორიისთვის დამოუკიდებლად.

No comments:

Post a Comment