Saturday, March 25, 2017

რა მოხდა ბათუმში...

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საზოგადოებაში ერთ_ერთი განსჯის საგანი ბათუმში მომხდარი მოვლენები გახდა , რომელმაც აალაპარაკა პრესა და მასმედია.
გავიხსენოთ ზოგადად თავიდან , პროტესტი დღის 5 საათზე დაიწყო და იყო მშვიდობიანი მსვლელობა. აქციაზე 2000-3000 ადამიანი იმყოფებოდა.სიტუაცია ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტმა გაამძაფრა , როდესაც არასწორი პარკირების გამო ორი ადამიანი დააჯარიმეს.ეს სამართლებრივად ჩვეული ამბავი იყო,თუმცა მოგვიანებით გაირკვა,რომ ბათუმის მოსახლეობა სამმართველოსგან მუდამ განიცდიდა დისკრიმინაციას და 10 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 50 ლარიან ჯარიმებს უწერდნენ.სწორედ აქედან დაიწყო ტალღის აგორება.გაჩდა „თათრების“ტერმინის , როგორც შეურაცმყოფელის გამოყენება და ეთნიკური იერი მიეცა ყველაფერს.
   აქციის „ნაციონალური მოძრაობა“ ესწრებოდა ,რამაც მოგვიანებით ეჭვი გააჩინა რომ ეს იყო მათ მიერ შეკვეთილი პროვოკაცია და ამასთან დაკავშირებით კეთდებოდა პოლიტიკოსებისგან სხვადასხვა განხადება და ერთმანეთზე გადაბრალება ძირითადათ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას შორის“
     თავიდან რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს არის ფაქტი.დაზარალებული ბათუმი , მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურა , დაზარალებული ხალხი , რაც არა მარტო ბათუმის , არამედ მთლიანად საქართველოს პრობლემაა.რაც შეეხება აქციას , ეს იყო წინასწარ დაგეგმილი კარგად შეფუთული პროვოკაცია , რომელიც მის დამკვეთმა კარგად დაგეგმა და მისცა მას ეთნიკური შეურაცყოფის ფორმა . პირობითად ვამბობ შეიძლება ხალხი ფულითაც კი ვერ მოისყიდო , მაგრამ ხალხის თავმოყვარეობის შელახვა და ეთნიკურ ჭრილში განხილვა დამანგრეველია .
      ჯარიმა მხოლოდ საბაბი იყო რათქმა უნდა , მაგრამ ისიც დასაფიქრებელია , თუ ეს გახდა მხოლოდ აგრესიის მიზეზი იგივე განცხადებებს რატომ აქვეყნებდენე.მაგალითად მკვეთრად აფიქსირებდენე რომ გორელი უფროსი უნდა გადადგეს . ამ შემთხვევაში ილახება გორში მაცხოვრებელი ხალხის პატივი და მათაც რომ ამ პროტესტის ფორმისთვის მიემართად წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა.
     ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება , მაგრამ ასეთი ვანდალიზმი და საკუთარი ქალქის განადგურება ყოვლად დაუშვებელია.თუ ვაღიარებთ დემოკრატიას.ქვეყანაში გვაქვს კონსტიტუცია , კანონები და შესაბამისად უნდა დავემორჩილოთ მას და (არავის ინტერესებს არ აქვს ეს პოლიტიკოსები იქნებიან თუ კერძოდ ვინმე პირი) არ გამოვიყენოთ ხალხი.
      ჩვენ ამ ქმედებამ დაგვაზარალა როგორც სულიერად ასევე წმინდა ეკონომიკურადაც.ბათუმი როგორც ვიცით ტურიზმის განვითარებით ერთ_ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია ხოლო ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დაიკლებს აქ ჩამოსვლის სურვილი(მარტივია პოტენციური ტურისტი არ აირჩევს არასტაბილურ ქვეყანას , რადგან მათ აქვთ დაუცველობის შეგრძნება , რაც ყველა შემთხვევაში ასეა , არ გვიჩდება არასტაბილურ ქვეყანაში წასვლის სურვილი) და მეორე როდესაც რამდენიმე კვირით ადრე მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და გვაქვს ამბიცია ასე ვთქვათ სრულფასოვანი ევროპის წევრები გავხდეთ აღმოვჩდით სასაცილო მდგომარეობაში და ყოველივე ამით მხოლოდ საკუთარ თავს და ქვეყანს ვაზიანებთ.კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არცერთ ძალას არ უნდა შეეწიროს ხალხის ინტერესები , რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და წინ დგას.


No comments:

Post a Comment