პროექტის აღწერა
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
კერძოდ კი ბავშვების შესახებ გადაცემის მომზადება,რომელიც არ იქნება ერთ ჯერადი.ჩვენი
მიზანია სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან
წამოვიყვანოთ სურვილისამებრ 15 შეზღუდული შესაძლებლობის ბავშები,რომლებსაც შეუძლიათ : ხატვა ,სიმღერა ცეკვა, ხელნაკეთი ნივთების გაკეთება და არიან სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულნი.ჩვენ მედია პროექტს ვთავაზობთ რუსთავი 2.გადაცემა გავა კვირაში ერთი დღე,კერძოთ ყოველ ოთხშაბათს რვის ნახევარზე.მისი ხანგრძლივობა იქნება 2 თვე და ქრონომეტრაჟი იქნება 1 სთ და 30 წთ.გადაცემას ექნება როგორც საგანმანათლებლო ასევე გასართობი სახე.ეს პროექტი იმითაც იქნება საინტერესო,რომ იქნება საერთაშორისო და ქართველებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ასევე ეთნიკური უმცირსობაც.
წამოვიყვანოთ სურვილისამებრ 15 შეზღუდული შესაძლებლობის ბავშები,რომლებსაც შეუძლიათ : ხატვა ,სიმღერა ცეკვა, ხელნაკეთი ნივთების გაკეთება და არიან სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულნი.ჩვენ მედია პროექტს ვთავაზობთ რუსთავი 2.გადაცემა გავა კვირაში ერთი დღე,კერძოთ ყოველ ოთხშაბათს რვის ნახევარზე.მისი ხანგრძლივობა იქნება 2 თვე და ქრონომეტრაჟი იქნება 1 სთ და 30 წთ.გადაცემას ექნება როგორც საგანმანათლებლო ასევე გასართობი სახე.ეს პროექტი იმითაც იქნება საინტერესო,რომ იქნება საერთაშორისო და ქართველებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ასევე ეთნიკური უმცირსობაც.
გადაცემის
მსვლელობის დროს ეთერში გავა პატარა სიუჟეტები,რომელიც მოგვიყვება თუ აუდიტორიის გარეთ
როგორ ცხოვრობენ და ემზადებიან ეს ბავშვები.რაც შეეხება უშუალოდ გადაცემის ფორმატს.ჩვენი
სურვილია რომ ყოველ გადაცემაში მოხდეს სტუდიის ცვლილება თემებიდან გამომდინარე.პროექტის
მიზანია ამ ბავშვებს დავანახოთ თავიანთი შესაძლებლობები,მივცეთ გამბედაობა , რომ გამოავლინონ
ეს ნიჭი შევცვალოთ და მოვუხსნათ კომპლექსები.აუდიტორიამდე მივიტანოთ ის მესიჯი რისი
თქმაც მათ სურთ და საზოგადოება კერძოთ კი თანატოლები უფრო კომუნიკაბელურები გახდნენ
მათთან მიმართებაში.პროექტი მომგებიანია და ერთგვარი ნოვაციაც არის, რადგან მედია ბაზარზე
ასეთი ტიპის გადაცემა არ არის.როგორც ავღნიშნეთ გადაცემა თემების მიხედვით გვაქვს დალაგებული
კერძოდ:სამსახიობო ნიჭის მქონე ბავშვები,ხატვით და სიმღერის,ცეკვის,ხელოვანი ბავშვები.ყოველივე
ეს განლაგდება გადაცემებში.
გადაცემა
ასე შეიძლება დავაჯგუფოთ თემებისა და პროგრამების მიხედვით.პირველ გადაცემაში მოწვეული
გვეყოლება სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები.მომზადებას გაივლიან გოგა პიპინაშვილითან
და შემოგვთავაზებენ ეწიუდს.ამ ყველაფრის მომზადებას დაეტმობა ერთი გადაცემა და აუდიტორია
ასე რომ ვთქვათ აღჭურვილი იქნება ყველა ინვენტარით რაც საჭიროა ამ კონკრეტული გადაცემისთვის.ჩართვები
გაკეთდება მათი რეპეტიციიდან თუ როგორ ემზადებოდნენ და რა ხდებოდა სანამ გამზადებულ
ნომერს შემოგვთავაზებდნენ.მეორე გადაცემა შეიძლება დაეთმოს ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ
ბავშვებს .ვისაც ხატვა უყვარს თავის ცოდნას გაიმყარებს და მომზადებას გაივლის ზალიკო
სულაკაურთან.გადაცემაში ძირითადათ დახატავენ სტუმრებისა და ტელეწამყვანების კარიკატურებს
და თავისთავად ეს გადაცემა უფრო სახალისო და გასართობი გამოვა.ყოველივე ეს უფრო გახსნის
და გაალაღებს ბავშვებს.მესამე გადაცემა მიეძღვნება იმ ბავშვებს, რომლებიც სიმღერის
ნიჭით არიან დაჯილოდებულნი.მათ დაეხმარება ნინა სუბლატი.ნინა სუბლატი გარდა იმისა რომ
კარგი მომღერალია ჩვენ სხვა კრიტერიუმითაც ავირჩიეთ კერძოედ სუბლატს და ყავს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირი.მან კარგად იცის თუ როგორ იმუშაოს ანუ ფსიქოლოგიურად მზად
არის და ვფიქრობთ არ გაუჭირდება ბავშვებისთვის სწავლება და მათგან მაქსიმუმის გაკეთება.მეოთხე
გადაცემაში პირობითად გამოვლენ ბავშვები,რომლებსაც ძალიან უყვართ ცეკვა.ამ ნიჭის მქონე
ბავშვებს მომზადებაში დაეხმარება სუხიშვილების სტუდია და მახარაძის საბალეტო დასი.სუხიშვილები
იმიტომ ავირჩიეთ რომ ეროვნული ბალეტია და ანუ საქართველოში ერთ_ერთი გამორჩეული ანსაბლია
ეს უფრო დიდ მუხტს შემატებს გადაცემას.მაკა მახარაძის საბალეტო დასს რაც შეეხება იმიტომ
ავირჩიეთ,რომ მისი შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის პირია.აქედან გამომდინარე ის უკეთ
გაუგებს ბავშვებს და უფრო მარტივათ დაამყარებს კომუნიკაცია.იზრუნებს ბავშვების ვიზუალურ
მხარეზე და გააკეთებს მაკიაჟს და ვარცხნილობას.მეხუთე გადაცემა შეეხება Handmade ანუ
ხელით ნაკეთი ნივთების დამზადება.ეს თემა იმიტომ ავირჩიეთ,რომ ბოლო რამდენიმე წელია
ძალიან პოპულარულია და ასეთ გადაცემას ყველა დიდი ინტერესით ელის.სწორედ ამ გადაცემაში
ასე რომ ვთქვათ მარჯვე ხელების ბავშვები გვეყოლებიან.კონსულტაციას გაივლიან ნუკრიანის
ქალთა სახელოსნოსთან.ნუკრიანის ქალთა სახელოსნო გამოირჩევა პროფესიონალიზმით არის მრავალფეროვანი
და ფიქრობ ძალიან მიმიდველი უნდა იყოს ბავშვებისთვის.
სამიზნე აუდიტორია
ჩვენი სამიზნე აუდიტორია დაყოფილია ასაკობრივ ჯგუფებად და შეგვეცადა განგვესაზღვრა დრო ,როდის გაგვეშვა გადაცემა რომ ნახოს აუდიტორიამ.ბავშვები 10 იდან 18 წლამდე დილის საათებში სკოლაში არიან,შემდეგ დამატებით კიდევ რეპეტიტორები ყავთ ამიტომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია საღამოს 8 ის ნახევარი ოთხშაბათი.ჩვენი სამიზნე აუდიტორია პირველ რიგში შშმ პირები არიან,შემდგომ მათო ოჯახოს წევრები უშუალოდ დედა ,მამა ბებია ,ბაბუა და ან ძმა და მათთან დაკავშირებული ადამიანები
(აღმზდელები,ექიმები,ფსიქოლოგები)
ანუ ძირითადი
სამიზნე აუდიტორია მაინც 45 დან 55 წლამდე მოიაზრება,რომელიც ვფიქრობთ ყველაზე მეტად იქნება
ჩართული და დაინტერესებული ამ პროექტში.დამატებითი მიზნობრივ აუდიტორიაა 35 დან 45 (აქ ძირეითადათ შეიძლება მოვიაზროთ ექიმები,ფსიქოლოგები,რომლებიც
მუშაობენ ამ თემებზე და არიან დაინტერესებულნი) და 55 დან 65 ( ბებია -ბაბუები).ასევე
ჩვენი ძირითადი მაყურებელი რათქმაუნდა არის მათი თანატოლები,რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას
იღებენ გადაცემაში.როგორც პროექტის აღწერისას ვისაუბრეთ,ჩვენი ძირითადი მიზანია რაც
შეიძლება ბევრი ადამიანის დაინტერესება,როგორც შეზღუდული შესაძლებლობის პირების ჩართულობა
თავისთავად და ინტეგრირება საზოგადოებასთან ასევე ახალგაზრდების დაინტერესება და მაქსიმალური
ჩართვა ამ პროექტში.აქედან გამომდინარე სამიზნე აუდიტორიაში მოიაზრება ახალგაზრდები
20 იდან 24 წლამდე.მათთან კონტაქტის დასამყარებლათ გამოვიყენებთ სოციალურ ქსელ კერძოთ
კი ფეისბუქს,რომელსაც მოიხმარს ეს კონტენტი,ყველაზე მეტად ამ გზით მივაწვდეთ ხმას.დამატებით
მიზნობრივ აუდიტორიათ განვიხილავთ ასევე 16 იდან 20 წლამდე მიზნობრივ აუდიტორიას.ეს
აუდიტორია მიეკუთვნება ისეთ ჯგუფს, რომლებმაც შეიძლება არ იცოდეს ეს თემები ან ნაკლებად
დაინტერესებული იყო ინფორმაციის სიმცირის გამო,ამიტომ ჩვენი გადაცემით გაიგებენ მეტს
და შესაძლოა მოხდეს მათი დაინტერესებაც.საწყის ეტაპზე ძირითადი აუდიტორია გვყავს,მაგრამ
მნიშვნელოვანია განგბასზღვრა ზემოთ ხსენებული ახალგაზრდა აუდიტორიაც,რომელიც ვფიქრობ
შეიძლება ძირითად მიზნობრივ აუდიტორიად დაგვემატოს მომავალში.
ჩვენი
ძირითადი სამიზნე აუდიტორია,რომელსაც 45 დან 55 წლამდე მიაზრება დღის განმავლობაში
დაკავებულია.გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირების დედის,ან აღმზრდელის გარდა,მიუხედავათ
ძირითადი სამიზნე აუდიტორია მაინც დაკავებულია.საჯარო სამსახურსი მუშაობა იწყება
10:00 საათიდან და მთავრდება 18:00 საათზე.მიუხედავათ ამისა უნდა გავითვალისწინოთ ის
აუდიტორიაც რომელიც არ მუშაობს საჯარო სამსახურში ანუ კერძოთ არის დასაქმებული და ამიტომ
ოპტიმალური ვარიანტი გადაცემის გასვლის არის რვის ნახევარი.ამ დროს მოსახერხებელია აუდიტორიის მოყვანა ტელეკრანებთან.ეს
დრო შემთხვევითი არ არის ჩვენი პროექტი მორგებულია საქართველოს ყველა ტერიტორიაზე მცხოვრებ
ხალხისთვის,მათ შორის ეთნიკური უმცირესობისათვის,სოფლად მაცხოვრებლებისათვის ამიტომ
საღამოს რვის ნახევარზე ყველას გაკეთებულიაქვს საქმე და შევძლებენ ამ გადაცემის ნახვას.მათი
საშუალო შემოსავალი ფიქრობ არ არემატება 300 ლარიდან 500 ლარს.არ უნდა გამოგვრჩეს დიასახლისებიც,რომლებიც
არ მუშაობენ მაგრამ დღის განმავლობაში არაერთ საქმეს აკეთებენ,საღამოს კი შეუძლიათ
დაისვენონ და უყურონ გადაცემას.
რაც შეეხება
ჩვენს დამატებით სამიზნე აუდიტორიას კერძოთ სკოლის მოსწავლეებს თუ ავიღებთ მათთვის
ეს დრო შესაფერისია.სკოლოს მოსწავლეები ძირითადათ არ მუშაობენ მათ არ აქვთ შემოსავალი
და ოჯახზე არიან დამოკიდებულნი.სკოლა მთავრდება ასე 3 საათზე,სკოლიდან მოსულები კი
შეძლებენ დასვენებსაც,მეცადინეობას და საღამოს ექნებათ საშუალება უყურონ გადაცემას.
დამატებითი
სამიზნე აუდიტორიაა ექიმები,ფსიქოლოგები,რომლებიც მიგვაჩნია,რომ ყველაზე მეტად იქნება
ჩართული ამ პროექტში.ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები დააკვირდებიან თუ ეს გადაცემა რამდენად
ასე ვთქვათ ამართლებს და შედეგიანია.რამდენად იტეგრირდენ გარემოსთან.ექიმებისთვის რა
თქმა უნდა მათი ჯამტელობის მდგომარეობა იქნება საინტერესო.უნდა ავღნიშნოთ რომ ჩვენ
მათ არა რობთ ჩვენი მედია პროექტი ამ მიზეზითაც ხდება
განსაკუთრებით საინტერესო.ჩვენი გადაცემა არის მრავალფეროვანი,თბილი,ემოციური აუდიტორიას
ყოველთვის აინტერესებს ასეთი ტიპის გადაცემები და ის აუცილებლად გაამართლებს და იქნება
ყურებადი.ამ გადაცემის არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიასივრცეში.ეს გადაცემა
დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის პირებს,რომ შეძლონ ინტეგრირება საზოგადოებაში.მოხდეს
მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენა,თვითშეფასების ამაღლება,ოჯახის წევრებში
დათრგუნვისა და კომპლექსების გადალახვა.დღეს მედია ბაზარზე მსგავსი ტიპის გადაცემები
არ არის,და ამიტომ ერთგვარი ნოვაციაა.ამ ტიპის გადაცემას ორმაგი დატვირთვა აქვს.ერთი
რომ ამ ბავშვების პოპულარიზაციასა და თვითგანვითარებას შეუწყობს ხელს და მეორე ამ ბავშვების
მშობლები,რომლისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ყურადღება,საზოგადოების.ამ
შემთხვევაში ჩვენი პროექტით ჩვენ შუამავალი როგლივი ვართ და გავაგებინებთ საზოგადოებას
თუ რისი თქმა სურთ მათ.
კონკურენტები
როგორც
უკვე ავღნიშნეთ,ჩვენი მედიაპროექტი ამ ეტაპზე ინოვაციურია.ჯერ ქართულ მედიაბაზარზე
ასეთი ფორმატის გადაცემა არ გაკეთებულა.აქედან გამომდინარე ჩვენ პირდაპირი კონკურენტები
არ გვყავს. ირიბი კონკურენტები რათქმაუნდა ყავს.არხი რომელიც ავირჩიეთ არის ძალიან
ყურებადი და რეიტინგული.ამ დროს ოთხშაბათს სამუშაო დღეს გადის სერიალი არა მარტო ამ
არხზე არამედ სხვა არხებზეც მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია,რომ მაყურებელს მარტივად მივიზიდავთ
და კვირაში ერთი დღე უარს იტყვის სერიალებზე,რომელიც ისედაც ყოველდღე გადის და არ შეიქმნება
პრობლემა.ჩვენ ასევე გვყავს ირიბი კონკურენტები საინფორმაციო გამოშვების სახით.როდესაც
არხების სამაუწყებლო ბადეს გადავხედეთ მაგალითად იმედზე ,პირველ არხზე,მაესტროზე,ჯიდიესზე
8 საათზე გადის საინფორმაციო გამოშვება,რადგან ჩვენ ვიწყებთ რვის ნახევარზე და ჩვენ
გადაცემის შემდეგ არის კურიერის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ამაზეც არ შეიქმნება
პრობლემა,რადგან ვისაც საინფორმაციო ნახვა სურს შეუძლია კურიერს დაელოდოს.ჩვენ კვირაში
ერთი დღე გავდივართ და ამიტომაც ავირჩიეთ ეს დრო,რადგან გაცილებით რთული იქნებოდა რომელიმე
თოქშოუს ან გასართობი გადაცემის ჩანაცვლება,მათაც კვირაში ერთი დღე აქვთ.ასევე ჩვენ
გვეხმარება გადახვევა დაპაუზების რეჟიმი სილქტივის.ვინც ვერ შეძლებს გადაცემის ნახვას
შესაძლებელია გადახვევით უყუროს.ჩვენი გადაცემის ბმულები აუციულებლად დაიდება სოციალურ
სივრცეში,რათა ახალგაზრდებმა შეძლონ ყურება.
ზოგადად
ეს თემა ძალიან საინტერესოა ნებისმიერი ადამიანისთვის,არ აქვს მნიშვნელობა დიდი ხარ
თუ პატარა ყველას ძალიან აინტერესებს უმცირესობის თემები და ამ პროექტს დიდი გამოხმაურება
ექნება და კარგ შედეგამდე მიგვიყვანს.განსაკუთრებით კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ეთნიკური
მრავალფეროვნება.გადაცემა არ არის შეზღუდული და ამ გადაცემაში სხვადასხვა ეთნიკის წარმომადგენელს
შეუძლია,რომ მიიღოს მონაწილეობა.
პიარი და მარკეტინგი
პიარს
და მარკეტინგს რაც შეეხება ყველაზე დიდი მნიშვნელობა თავიდან ამას ენიჭება.ძლიერი პიარი
და სწორედ რეკლამირება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია იმისა,რომ დითხანს ვიყოთ მედია ბაზარზე.ამისთვის
ჩვენ გვჭირდება რათქმაუნდა უკვე გამოცდლილი რუსთავიორის პიარისტები,სწორედ შერჩეული
გუნდი,რომელიც თითოეული გადაცემისთვის იმუშავებს.გადაცემისთვის მნიშვნელოვანია არხზე
გავიდეს ყოველკვირეული მოკლე ანონსი,სადაც ზუსტად და მკაფიოდ უნდა იყოს ჩადებული გადაცემის
მთავარი აზრი.ასევე თავიდან სანამ გადაცემა ეთერში გავა გვინდა ანონსი გავიდეს არა
მარტო რუსთავი 2 ზე,არამედ მის შვილობილ ტელეარხებზე კომედი არხზე და მარაოზე.ასე ყველა
გაიგებს გადაცემის შესახებ.რეკლამისთვის სასურველი იქნება,რომ მივიდეთ რომელიმე თოქშოუში
მაგალითად პროფილი,ნანუკას შოუ,დღის შოუ და გადაცემაზე უშუალოდ დავილაპარაკოთ,ავხსნაათ
მისი აზრი უფრო ნათელი გახდება აუდიტორიისთვის.ჩვენთან ერთად იქნება ექიმი,ფსიქოლოგი
და ვისაუბრებთ გადაცემის დანიშნულებაზე.რეკლამა გვინდა,რომ განვათავსოთ ასევე ბანერებზე
აქ ვგულისხმობ მეტროში და რამდენიმე ავტობუსზე.მეტროში რეკლამას დღის განმავლობაში
ბევრი ადამიანი ნახავს ხოლო ავტობუსზე გაკრული რეკლამას კი ექნება შემხსენებელი ფუნქცია.ასევე
მნიშვნელოვანია ურთიერთობა როგორც ავღნიშნეთ ექიმებთან,ფსიქოლოგებთან და რეკლამა გვინდა
მათ საინფორმაციო გვერდზეც განვათავსოთ მეტი ცნობადობისთვის.
ყოველივე
ეს გადაცემის გაპიარებას ემსახურება და ეს პროცედურები აუცილებელია,რადგან პირველი
გადაცემა იყოს ძლიერი,ყურებადი და რაც მთავარია ხარისხიანი.ამ ყველაფრის შედეგ რეიტინგი
აუცილებლად მოვა მთავარია შევინარჩუნოთ ის ტემპი და ხარისხი,რითაც დავიწყებთ.ვფიქრობთ,რომ
ამ გადაცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,არის უფრო საერთაშორისო და პიარი და მარკეტინგის
გაკეთება არ გაგვიჭირდება,ანუ იმის თქმა მინდა რომ ასეთი ტიპის გადაცემის გაპიარებისთვის
ეს სხვადასხვა ორგანიზაციები თუ დაწესებულებები მარტივად დაგვთანხმდებიან.
SWOT
ანალიზი
ჩვენი მიდიაპროექტი, როგორც უკვე ავღნიშნეთ შეეხება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს,რომლის მიზანია მათი ინტეგრირება საზოგადოებასთან.ასევე
მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება მათთან.სწორედ ამას ემსახურება ეს გადაცემა.თავისი
შინაარსიდან გამომდინარე გადაცემა ძალიან სპეციფიკურია და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.სანამ
გადაცემა გავა ეთერში მანამდე კარგი დაგეგმვა სჭირდება,რომ მივიღოთ ის შედეგი,რომელიც
გვინდა,რომ გვქონდეს.
გდაცემის
ძლიერი მხარეებიდან მნიშვნელოვანია,რომ
ავღნიშნოთ გადაცემათა მრავალფეროვნება.ანუ
ჩვენი გადაცემას აქვს სხვდასხვა თემები.მაგალითად ერთ დღე დაეთმობა ცეკვას ანუ ერთი
გადაცემა.შემდეგ სიმღერა,ხატვა და ასე.ყოველივე ეს გადაცემას საინტერესოს და მიმზიდველს
ხდის.აუდიტორიისთვის არ იქნება მოსაბეზრებელი და ერთ ფეროვანი.ჩვენი ძლიერი მხარეა
თემათა ორიგინალურობა.საერთოდ ეს პროექტი
თვითონაც უცხო და გამორჩეულია.ერთ_ერთი სიძლიერე სწორედ განსხვავებული თემებია.უმცირესობის გათვალისწინება აქ ვგულისხმობთ
ეთნიკურ მრავალფეროვნებას,რომელიც გადაცემას ძალიან დიდ ხიბლს შემატებს.აქ ყველა ეთნიკის
წარმომადგენელი შეიძლება იყოს,რომელიც სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობს.მოვლენ და შეძლებენ
საკუთარი ნიჭის გადმოცემას.ყოველივე ეს პროექტს უფრო მაშტაბურს და ყურებადს გახდის.ძლიერი
მხარეა ასევე რუსთავი 2 რთან თანამშრომლობა.ეს
მნიშვნელოვანია ძლიერი მხარეა,რადგან რუსთავი 2 ი მაღალ ხარისხთან ასოცირდება,აქედან
გამომდინარე ჩვენი გადაცემაც მაღალი ხარისხის გამოვა.
გადაცემის
სუსტი მხარეებს,რაც შეეხება პროექტის სპეციფიკიდან
გამომდინარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებთან კონტაქტის დამყარება.ეს მნიშვნელოვანი საკითხია,მაგრამ ვფიქრობთ მოგვარებადია.აქ
წინასწარ უნდა დავგეგმოთ და გავიაროთ ბავშვებთან კონსულტაცია,მოვახერხოთ ერთგვარი შესწავლა
და გაცნობა წინასწარ ამ ბავშვების.სუსტი მხარეა დროის გათვალისწინება.აქ ვგულისხმობთ გადაცემის მომზადების დროს.სტუდიაში
ჩაწერის დროს.შშპ მშობლების დაყოლიება ყველაზე
მნიშვნელოვანი საკითხია,რომ მშობლებმა შეძლონ,გადადგან გაბედული ნაბიჯი და მოიყვანონ
გადაცემაში.მნიშვნელოვანია მშობლებთან კომუნიკაცია და მათი დარწმუნება რომ ამით კარგ
საქმეს გაუკეთებენ თავიანთ შვილებს და ეს სუსტი მხარე მომავალში მთავარ ძლიერ მხარედ
გადავაკეთოთ.ასევე სუსტი მხარეა ბავშვთა სახლისაგან
ნებართვა,რომ შევძლოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წამოყვანა.
რაც შეეხება
შესაძლებლობებს პირევლი რაც არის ამ ბავშვებს
თავდაჯერებულობას შევმატებთ.არ იქნებიან
კაფსულაში მოქცეულნი და ბევრად გაუმარტივდებათ ურთიერთობა.შესაძლებლობაა საზოგადოების ინფორმირება.ეს პროექტი მოგვცემს
საშუალებას ხალხს მოვუყვეთ და მათ შესახებ და ავუმაღლოთ ცნობიერება ამ თემებთან დაკავშირებით.სხვა არხებმაც გააკეთოს მსგავსი გადაცემა.ეს
ნიშანია იმისა,რომ მოწონს ხალხს და რეიტინგული იქნება ჩვენი გადაცემა.შესაძლებლობაა
იმისა,რომ ბევრი რეკლამა გვექნება და გვეყოლება
სპონსორები,რაც საშუალებას მოგვცემს,რომ გავაკეთოთ მეორე სეზონი ამ გადაცემის.
რაც
შეეხება საფრთხეებს ეს გადაცემა ისეთი
ახალია და ნოვაციაა,რომ შეიძლება თავიდან არ იმუშავოს და ვერ მივიქციოთ ხალხის ყურადღება ამიტომ როგორც ავღნისნეთ თავიდან კარგი
პიარი და დაგეგმვა გვჭირდება.საფრთხეა ის რომ ყველაფერი ისე არ გამოვა,როგორც დავგეგმეთ.კონკურენტები აქ ვგულისხმობთ თოქშოუებს,რომლებმაც
შეიძლება მზგავსი თემები გააშუქოს და უხეშად ,რომ ვთქვათ მოგვპაროს მაყურებელი.დროში ჩატევის პრობლემა,რომ ვერ შევძლებთ
გადაცემაში ჩავატიოთ ის,რისი თქმაც გვინდა.საფრთხეს წარმოადგენს ასევე ამ ბავშვების
ფიზიკური მდგომარეობა,ანუ ჯამთელობის მხრივ რამდენად შეძლებენ ამ ყველაფერს.
სავარაუდო ბიუჯეტი
მიუხედავათ
ამ ყველაფრისა ჩვენს გადაცემას ისეთი ძლიერი მხარეები აქვს და ისეთ შედეგს მივიღებთ,რომ
მომავალში ეტაპობრივად შევძლებთ სუსტ მხარეების ძლიერ მხარედ ქცევას და საფრთხეების
შემცირებას.
| წამყვანის ანაზღაურება | 1000 | ||||||||
| მოწვეული სტუმრის ჰონორარი | 500 | ||||||||
| სტუდიის ხარჯები | 300 | ||||||||
| რეკლამის ხარჯები | 2000 | ||||||||
| ავტომობილის ხარჯები | 1000 | ||||||||
| მძღოლის ანაზღაურება | 600 | ||||||||
| საკანცელარიო ნივთების ხარჯი | 100 | ||||||||
| გაუთვალისწინებელი ხარჯები | 500 | ||||||||
| თარჯმნის ანაზღაურება | 500 | ||||||||
| გაუთვალისწინებელი ხარჯები | 850 | ||||||||
| თანამშრომლები | 2000 | ||||||||
| ჯამში თანხა: | 9350 ლარი | ||||||||
No comments:
Post a Comment