Tuesday, February 7, 2017

სოციალური რეპორტაჟი სადგურის მოედნიდან


გაუფასურებული ლარი და დაცარიელებული ბაზრობა.სოციალური რეპორტაჟი

დღეს გადავწყვიტე მომემზადებინა სოციალური რეპორტაჟი ყველაზე ხალხმრავალ ადგილიდან  სადგურის მოედნიდან.13 იანვარია,ძველით ახალიწელი მოდის  მაგრამ სამწუხაროდ მოვაჭრეებისათვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.ბაზრობა დაცარიელებულია.ერთი-ორი გამყიდველი თუ შემოივლის და ისიც მალე ტოვებს ბაზარს ფასებით უკმაყოფილო.ხალხი არ ჩანს და ეს კიდევ უფრო ცუდ გუნებაზე აყენებს გამყიდველებს და ჭირს მათთნ ამ მძიმე თემაზე საუბარი.

ხშირად შეხვდებით დაცარიელებულ დახლებს,დაკეტილ მაღაზიებს,რომლებიც კრიზის ემსხვერპლა.გასაუბრება არავის სურს ყველა ერთ ხმად აღიარებს ლარის გაუფასურებას,მაგრამ როგორც კი ჩაწერას შესთავაზებ ყველა თავს იკავებს.მიუხედავათ ამისა მაინც შევძელით რამდენიმეს გავსაუბრებოდით.

ციალა გუგავა მოვაჭრე„ რა მდგომარეობაა შვილო შენც კარგად ხედავ.ამხელა დახლი მაქვს,დილიდან საღამომდე აქ ვდგავარ ,მაგრამ რა შედეგი ხალხი არ ჩანს.დღეს ძველით ახალი წელია,მაგრამ მაინც არაფერი იყიდება.ახალ წელს უფრო იყო ვაჭრობა ,მაგრამ ძველ წლებს ვერ შეედრება.შვილო ხალხიც ბედნიერი იყო ფასებიც დაბალი.დღეს ყველა ლარის კურსზე ლაპარაკობს და ესეც არის.ახლა გეტყვი რაშია საქმე ლარი გაუფასურდა და ეს რათქმა უნდა აისახა პროდუქტზეც.მაგალითად მე ვყიდი ჩურჩხელას ადრე მისი დამზადება იაფი მიჯდებოდა.ახლა კიმოიმატა კაკალმა,შაქარმა და თავისთავად გაძვირდა მისი ფასიც.მიუხედავად იმისა რომ ვცდილობ ფასები არ გავზარდო მაინც მიწევს,რა ვქნა ორი სტუდენტი მყავს სწავლის ფული მაქვს შესატანი,300 ლარს ქირას ვიხდი ამ ფართის და ვარ ასე ერთ ამბებში სხვა გამოსავალი არ არის“


ციალასაგან განსხვავებით შეხვდებით ისეთ გამყიდველსაც,რომელიც  კმაყოფილია ვაჭრობით და მარტივად გვთანხმდება ჩაწერაზე და მის პროდუქციაზე სურათების გადაღებაზეც არ ამბობს უარს.

დიშერ დანელია მოვაჭრე „ხორცი ღირდა 11 ლარი დოლარი კარგად რომ იყო.ახლაც იგივე ფასია.გოჭი მაშინაც ღირდა 100 ლარი და ახლაც ღირს.ლარის კურსის ცვლილებამ არ იმოქმედა ქართულ პროდუქციაზე და შესაძლებელია გაიაფდეს კიდეც.ახალი წლებში მოიმატა გოჭის ფასმა?კი შედარებით მოიმატა ასე 20-15 ლარით.გოჭი რომელიც ღირდა 100 ლარი და არის 7 კილოანი,ახლა ღირს 115-120 ლარი და ეს დამთავრდება.მომხმარებელი თუ გყავთ?ღვთის წყალობით კი,როდესაც 300 500 გოჭს გაყიდის ადამიანი ეს არ არის ცუდი.წარმოიდგინეთ კარფურში,სადაც შევიდე 2000 გოჭი ყველა გაიყიდა და ორმაგი იყიდება ბაზარში.შეიძლება 100 % დან 50 % ვერ ჭამს გოჭს,ერთი 10 % ხომ ჭამს ეს უკვე ძალიან დიდია თბილისში.მე 20 წელია ვარ ამ საქმეში და მყავს ჩემი კლიენტები,ვიღებ შეკვეთას ანუ მყავს სტაბილური მომხმარებეი“
ი თითქმის      ყველაფერზე მომატებულია  : ხილზე , ტანსაცმელზე , საწვავზე , სიგარეტზე.ფასების მატებას ძალიან განიცდის მომხმარებელი,რომელსაც ზოგი  ლარის კუსის ცვლილებას, მთავრობის უნიათობას აბრალებს,ზოგისთვის არაფერი შეცვლილა.
მარინა მეტრეველი მომხმარებლი“ნუ არ შეიძლება რომ არ ვთქვა,აპოლიტიკური ადამიანი ვარ,მაგრამ თქვენც კარგად ხედავთ თუ რა ხდება ეს საშინელება ოცნების ბრალია.ამდენი ხანია დავდივარ და ჯერ მხოლოდ ქათამი ვიყიდე.ყველაფერს ცეცხლის ფასები უკიდია,ვერაფერს გაეკარები ასე თუ გაგრძელდა საქართველოში არავინ დარჩება“
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რა მდგომარეობაა ტანსაცმლის მაღაზიებსი და მოიმატა თუ არა ფასებმა.
ალა ღაბაშიძე გამყიდველი „ ლარის გაუფასურებამ პირდაპირ დაგვაზარალა როგორც გამყიდველები,ასევე მომხმარებლები და იმოქმედა ფასებზე.მე ვცდილობ იგივე ფასად გავყიდო მაგალითად შარვალი და მივიღო დაბალი მოგება,მაგრამ არ დავკარგო ჩემი მომხმარებლები.თქვეთან ყველაზე მაღალი და დაბალი ფასი რა არის? ასე პირობითად 70 ლარი მაქსიმუმი და 35 მინიმუმი,მიუხედავათ ამისა იმედს არ ვკარგავ და სრულიად საქართველოს ვულოცავ ძველით ახალ წელს,უფალი ფარავდეს ყველას“
ლარის კურსის ცვალებადობა მძიმედ აისახა ხალხის ყოფა ცხოვრებაზე.დაკეტილი მაღაზიები,ჩაწოლილი პროდუქცია,გაძვირებული ფასები არც თუ ისე სახარბიელო იმედს გვაძლებს,მაგრამ ქალბატონ ალას თქმით იმედს ნუ დავკარგავთ იმისა რომ ყველაფერი გამოსწორდება.















No comments:

Post a Comment