ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩდა განსაკუთრებით ლინკდინი და პინტერესი.პინტერესი ყველაზე მეტად მომეწონა ,მაგრამ ამ შემთხვევაში ავირჩიე ლინკდინი.ლინკდინზე დარეგისტრირება ძალიან მარტივია,შევიყვანე მონაცემები გ მაილის და ავტომატურად დამარეგისტრირა.
Sunday, December 25, 2016
Sunday, December 11, 2016
როგორ გადავიდა საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე
გლობალიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცესები,ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.ჩვენი დროის ყველაზე დიდი აღმოჩენა ტექნიკის განვითარებას უკავშირდება.
Sunday, November 13, 2016
რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა
ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნილება ადამიანს უხსოვარი დროიდან გაუჩდა.ინფორმაციის გაცვლამ ჩამოაყალიბა ადამიანთა საზოგადოება,როგორც სოციუმი.მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის ნაირგვარი ფორმები,რომელსაც უძველეს ხანაში იყენებდენ.თამამად შეგვიძლია,წინარეჟურნალისტურ მოვლენებად ჩავთვალოდ.
ინფორმირება,შეტყობინება ჟურნალისტიკის მთავარ არს გამოხატავს.შეიძლება ითქვას,სადაც არ არის ინფორმაცია,იქ არ არის ჟურნალისტიკა,ოღონდ ჟურნალისტიკას აინტერესებს არა ყოველგვარი,არამედ აქტუალური საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც განკუთვნილია მასობრივი აუდიტორიისთვის.შეგვიძლია ვთქვათ,რომ თანამედროვე ჟურნალისტიკა მე-17 საუკუნის დასაწყისში ჩაისახა უბრალო საუბრებში,საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში,ყავახანებსა და საზოგადოებრივ სახლებში.ბარმენები ისმენდენ მოგზაურების ისტორიებს,ჭორებს და 1609 წელს უკვე გამოვიდა პირველი გაზეთი,რომელიც ამ ყავახანებში შეკრებილი ინფორმაციის გაერთიანება იყო და ქაღალდის ფურცლებზე აღბეჭვდა.
თავდაპირველად ინფორმაციის გავრცელებას გასართობი დატვირთვა და მსუბუქად საინფორმაციო ფუნქცია ქონდა.მოგვიანებით კი გახდა სერიოზული,საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი და ჟურნალისტიკას მეოთხე ხელისუფლებაც კი უწოდეს.მისი პირველი მოვალეობაა,რომ ადამიანები უზრუნველყოს ინფორმაციით,რომელიც სჭირდებათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა წეროს სიმართლე,რომელსაც პირველი ადგილი უკავია 9 პრინციპიდან.
ჩემი აზრით,ამ პრინციპის დაცვას ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ ჟურნალისტები.ჟურნალისტმა ფაქტი ისე უნდა გადმოსცეს,რომ არ დამახინჯდეს და არ დაიკარგოს მთავარი აზრი.
რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?ამასთან დაკავშირებით არაერთი კომფერენციები და სემინარები ჩატარდა და თეორიულად გაეცა პასუხი,რომელიც 9 პრინციპის სახით ჩამოყალიბდა,მაგრამ მიმაჩნია,რომ ამ თეორიის პრაქტიკაში გატარება კი ბევრად რთულია.ისტორიკოსი მიჩელ სტივენსი განმარტავს,რომ ჟურნალისტიკის ფუნქციაა ახალი ამბების მიწოდება ხალხისთვის,თუ რა ხდება ჩვენ თავს,ყველა ადამიანს აინტერესებს ის ამბები,რომელიც მასგან მოშორებით ხდება,რომელსაც საქმის კურსში ყოფნის ინსტიქტი უწოდა.ახალი ამბები კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია,რომელიც გვაწვდის ინფორმაციას გარე სამყაროში ცვლილებების შესახებ.მნიშვნელოვანია,რომ მედია იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.მიუხედავად ამისა თუ რამდენად დამოუკიდებელი ან მიკერძოებული იქნება მედია,მოაზროვნე ადამიანები დიდიხნით ვერ იქნებიან ვაკუუმში,ამის მაგალითია 1981 წლის 31 დეკემბერს პოლონეთში მომხდარი ამბები,როდესაც მედიას და თავისუფალ სიტყვას ბორკილები დაადეს.მაგრამ გამოსავლი ყოველთვის არის,გაჩდა ეგრედწოდებული იატაქვეშა პრესა და ამ გზით მაინც შესრულდა ჟურნალისტიკის ფუნქცია:შუქდებოდა მიუკერძოებელი და რეალური ინფორმაცია.
საქართველოში ჟურნალისტიკას 200 წლიანი ისტორია აქვს და მისი განვითარება ძირითადათ მე-19 საუკუნეში დაიწყო.მისი დანიშნულება და ფუნქცია ცოტათი შეიცვალა,მაგრამ ძირეული პრინციპები უცვლელია.ჯურნალისტიკის დანიშნულებაზე ბევრს საუბრობდა საზოგადო მოღცაწე ილია ჭავჭავაძე.ილიასეულ განმარტებებში ვკითხულობთ,რომ ჟურნალისტიკის დანიშნულებაა სინამდვილე.პრესაში უნდა ჩანდეს ცხოვრება თავისი ღირებულებებით და ნაკლოვანებებით.ხალხს ორივე ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს და ქონდეს არჩევანის საშუალება.ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
21 საუკუნეში ინფორმაციის მიწოდება პრობლემას აღარ წარმოადგეს.დღეს გვაქვს ინფორმაციის სიჭარბე.ტექნოლოგიების განვითარებამ თავისთავად შეცვალა მიდგომები .დღეს ჟურნალიტიკისთვის მთავარია არამარტო ინფორმაციის მიწოდება,არამედ არსებული ინფორმაციის დახარისხება,გაფილტვრა და საინტერესოდ წარმოჩენა აუდიტორიისთვის.გლობალიზაციის ეპოქამ გააჩინა ახალი ტერმინი სამოქალაქო ჟურნალისტიკა,დღეს ყველას შეუძლია იყოს ჟურნალისტი მაგრამ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.ჟურნალისტიკას შეუძლია საზოგადოების აზრზე ზეგავლენა მოხდენა ამიტომ ის არ უნდა იმართებოდეს ეკონომიკური ძალებით,მოგების მიღების მიზნით.21 საუკუნის ჟურნალისტიკაზე საუბრისას სულ მახსენდება პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ ვალენსას სიტყვები,რომელმაც 1989 წელს გააკეთა განცხადება:"შესაძლებელია თუ არა,დღეს გაჩდეს სტალინი,რომელიც ხალხს დახოცავს?"იკითხა და თვითონვე უპასუხა "არა კომპიუტერების,თანამგზავრების,ფაქსების,ვიდეოკამერების ეპოქაში,ეს შეუძლებელია"ინფორმაციის უკეთ გადმოცემა ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა.ჟურნალისტიკა სწორედ ხალხისთვის არსებობს.ის დემოკრატიულობის მნიშვნელოვანი ნაწილია,რომელიც არის შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის.ხალხის აზრის გამომხატველი და ხელისუფლების მაკონტროლებელი.
Subscribe to:
Comments (Atom)