"საკონსტიტუციო ცვლილებები,რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას"
მოძრაობა თავისუფლებისათვის ევროპული საქართველოს ოფისში დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართა.თემა პლებიცისტი.ბაქრაძემ ისაუბრა პრეზიდენტის არჩევნის წესსა საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით.მოძრაობა თავისუფლებისათვის ევროპული საქართველო ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს პლებისცისტს სთავაზობს.
"ბოლო პერიოდში ნათლად გამოიკვეთა რომ საკონსტიტუციო სისტემაში ერთ მხარეს არის ქართული ოცნება,მეორე მხარეს ყველა პოლიტიკური სპექტრი, პარტია, პრეზიდენტი , არასამთავრობო სექტორი.საკონსტიტუციო ცვლილებები,რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას , მხოლოდ გააღრმავებს დაპირისპირებას.ამ სიტუაციაში აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა , რომელიც შეამცირებს ქვეყანაში მომავალ დაპირისპირების რისკს.მნიშვნელოვანია აქცენტი გავაკეთოდ ორ მთავარ საკითხზე , პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებიცისტი , სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს.სურს თუ არა მას ქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პრეზიდენტი უნდა ყავდეს საქართველოს."განაცხადა დავით ბაქრაძემ.ასევე ისაუბრა ხალხის მნიშვნელობაზე და პრემიერს კვირიკაშვილს მიმართა:"ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი
გადაწყვეტილების წყარო არის ხალხი. მოვუწოდებ პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც
კანონმდებლობის მიხედვით გახლავთ უფლებამოსილი დანიშნოს პლებისციტი, რომ იყოს
არაერთი ადამიანის ან ერთი პოლტიკური ძალის პრემიერ მინისტრი, არამედ მოიქცეს
როგორც ქართველი ხალხის პრემიერ მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის
უფლება სურს თუ არა პრეზიდენტის არჩევა და როგორი უნდა იყოს პარლამენტი."

No comments:
Post a Comment